Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
28-12-2014, 00:42
ნანახია: 1024

დავით ზალკანიანი:-

   დავით ზალკანიანი პრემიერის პრესკონფერენციას ეხმიანება და ამბობს:

 

   -"ჩემი გულისტკივილი მინდა გაგიზიაროთ პრემიერ მინისტრის გუშინდელ ბრიფინგზე გაკეთებულ ერთ განცხადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საგარეო კუთხით ბევრი ხარვეზი იყო , ზოგი ჭირი მარგებელია, მინისტრი შეიცვალა და ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება. 

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ყოფილ პარტნიორებზე, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში არიან და გაკრიტიკებენ, წყენას ვერ მალავ და არ გახსენდება ისეთი სერიოზული წარმატებები,რომელიც საგარეო ასპარესზე გვქონდა.

   პრემიერმა წარმატებაში მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულება გაიხსენა და ეს ყველა უწყების, მთელი გუნდის მიღწევად წარმოაჩინა. რა თქმაუნდა ეს ასეა, მაგრამ წამყვანი, მთავარი უწყება ხომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ის გუნდი იყო, რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო ამაში. ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენ ესტაფეტა წინა მომლაპარაკებლების გუნდიდან გადმოვიბარეთ და მე, როგორც მთავარ მომლაპარაკებელს არასდროს დამვიწყებია მათთვის მადლობის გადახდა გაწეული საქმიანობისთვის. ვფიქრობ, ეს ჩვენ არ დაგვაკნინებს, დავინახოთ და დავაფასოთ წინამორბედების წვლილი. რაც კარგია, იმას დაფასება და აღიარება უნდა, კარგზე კარგი უნდა დააშენო, ცუდი გამოავლინო და გამოასწორო. ასეთი მიდგომა ჩვენ უფრო გაგვაძლიებს და ღირსებას შეგვმატებს.სხვაგვარად ჩვენ როგორც სახელმწიფო ვერ შევდგებით.

   აქვე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა იმ წარმატებებზე, რომელიც ბოლო პერიოდში საგარეო კუთხით გვქონდა და რომლიც არ აღინიშნა გუშინდელ ბრიფინგზე. ეს ხომ მარტო ჩვენი,აწ უკვე გადამდგარი გუნდის წარმატება არ იყო, ეს ჩვენი საერთო წარმატება იყო და ვფიქრობ, ამის აღნიშვნა მხოლოდ დადებითად განაწყობდა საზოგადოებას დღევანლი ხელისუფლების მიმართ.

   ასოცირების ხელმოწერის გარდა, გვქონდა უაღრესად წარმატებული ნატოს სამიტი უელსში, ხელშესახები შედეგებით, არაღიარების პოლიტიკა (ორი ქვეყნის მიერ უკან წაღებული აღიარება), გაერო-ს რეზოლუცია, საგრძნობლად გაზრდილი მხარდამჭერთა რაოდენობით, უპრეცედენტო მაღალი დონის საგარეო ვიზიტები საქართველოში და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ოფიციალური ვიზიტები. პრემიერ მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე თვეში თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრა და მართლაც უაღრესად წარმატებული ვიზიტი ამერიკაში, ჩვენი სახლემწიფო ინტერესების დაცვის და პრინციპული საკითხების არდათმობის ფასად ჟენევის ფორმატის შენარჩუნება. ბევრმა არ იცის, რა რთულია ჟენევის ფორმატი და რა მცდელობების ფასად გვიჯდებოდა მისი შენარჩუნება, ხშირად ამ მიმართულებით ხელშესახებიშედეგი არ ჩანს, მაგრამ მერწმუნეთ, არსებული პოზიციების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.

   აქ დავასრულებ წარმატებულ მიმართულებებზე საუბარს და ვიტყვი, რომ უნაკლო არავინაა,შეცდომები ჩვენც გვქონდა და დღევანლი გადასახედიდან უფრო კარგად ვხედავ მათ. მაგრამ ამ შეცდომებზე მითითებას, თუკი ეს სამართლიანია, გულისწყრომით და გაბრაზებით არ მივიღებ.

ბოლოს ვსარგებლობ შემთხვევით და ყველა ჩემს კოლეგა - დიპლომატებს ვულოცავ შობას და ახლა წელს, ყველა ძალიან მიყვარხართ და პატივს გცემთ. ბევრ გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებთ 2015 წელს. უბედნიერესი ვიქნები, მომავალი წელი ჩვენი ქვეყნის წარმატების წელი იყოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაშიც ქართველი დიპლომატების წვლილი ძალიან დიდი იქნება!"