Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (6)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
30-12-2014, 12:16
ნანახია: 1331

ზაქარია ქუცნაშვილი:

ზაქარია ქუცნაშვილი ალექსი პატრიაშვილის  განცხადებას ე.წ. კაბელემის საქმესთან დაკავშირებით ეხმაურება და აღიშნავს, რომ სიმართლე სასამართლოს გზით უნდა გაირკვეს.


"გამიხარდება, თუ მოქალაქეები, რომლებიც ბრალდებული არიან დანაშაულში, გამართლდებიან, თუ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს საქმე ისეთ მძიმე დანაშაულთან, რომლის თაობაზეც საზოგადოება წინასწარ არის ინფორმირებული და დარწმუნებული. 7 ნოემბერს რომ დანაშაული იქნა ჩადენილი, რომ გირგვლიანის მკვლელებს ხელს აფარებდნენ, ქართველი ხალხის ფულს იტაცებდნენ - ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით, არის შეკითხვები და მე მოუთმენლად ველი სასამართლოს დასრულებას", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

გუშინ "თავისუფალმა დემოკრატებმა" კიდევ ერთხელ მოითხოვეს იმ ხელშეკრულების გასაჯაროება, რომლითაც "დელტაკომი"  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერნეტ-მომსახურებას უზრუნველყოფს.