გიორგი ალიბეგაშვილი: "დამდეგი 2015 წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანი უნდა იყოს"

გიორგი ალიბეგაშვილი: "დამდეგი 2015 წელი  სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანი უნდა იყოს"

საკრებულოს ისტორიულ შენობაში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა:

"ძალიან მალე ჩვენ გავაცილებთ 2014 წელს და შევაბიჯებთ 2015 წელში. დღევანდელ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად ველით. ეს სადღესასწაულო ღამე ყველას გვაერთიანებს და სიყვარულით გვავსებს.

სანამ ახალ, 2015 წელს სურვილებს ჩავუთქვამდეთ, ღირსეულად გავაცილოთ ძველი წელი, რომელიც სავსე იყო ემოციებით.

დამდეგი 2015 წელი კი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანი უნდა იყოს. მთავარია გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთად დგომით და ერთმანეთის თანადგომით შევძლებთ ქალაქისათვის სასიკეთო საქმეების კეთებას.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მსურს სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით თბილისელებს მივულოცო ახალი წელი. დაე, იგი ყოფილიყოს მშვიდობის, წინსვლის, კეთილდღეობის, ხვავისა და ბარაქის წელი.

ასევე ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ მათი გულებისკენ მიმავალი გზების მოძებნას", - განაცხად

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: