Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (10)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
31-12-2014, 19:58
ნანახია: 2857

ფინანსთა სამინისტრო:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


"სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა წინასწარი მონაცემებით, შეადგინა შეადგინა 9 118,5 მლნ ლარი,  რაც გეგმის - 9 105 მლნ ლარის 100,1%-ია. გეგმა გადაჭარბებულია 13,5 მლნ ლარით.  მათ შორის:
ü  შემოსავლებმა შეადგინა 7 396,3 მლნ ლარი რაც გეგმას - 7,319 მლნ ლარს 77,3 მლნ ლარით აღემატება. შესრულების მაჩვენებელი 101,1 %-ია;
ü  საგადასახადო შემოსავლებმა  შეადგინა 6 686,9 მლნ ლარი, რაც გეგმას 26,9 მლნ ლარით აღემატება. შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 100,4 %-ს.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა წინასწარი მონაცემებით შეადგინა 8 972 მლნ ლარი, რაც გეგმის 9 080 მლნ ლარის 98,8 %-ს შეადგენს. ბოლო 10 წელიწადში ეს მაჩვენებელი უპრეცენდენტოა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი მიღწეულ იქნა იმ პირობებში, როცა წლის განმავლობაში ბიუჯეტი არ დაკორექტირებულა" - ნათქვამია განცხადებაში.