Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
2-01-2015, 21:32
ნანახია: 2952

ფინანსთა მინისტრს მიენიჭა უფლებამოსილება გამოსცეს საჯარო გადაწყვეტილება

   "საგადასადახო კოდექსის" ახალი ნორმები ამოქმედდა

 

   ჩამოწერას დაექვემდებარა: 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; 

 

2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.

 

ეტაპობრივად განხორციელდება საგადასახადო შემოწმების, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის და სანქციის დარიცხვის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირება. 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ხანდაზმულობის ვადა შემცირდება- 5 წლამდე, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე - 4 წლამდე, 2017 წლიდან - 3 წლამდე.

 

ფინანსთა მინისტრს მიენიჭა უფლებამოსილება გამოსცეს საჯარო გადაწყვეტილება, საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შესახებ. თუ პირი მოქმედებს საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის/სანქციის დარიცხვა.

 

დამატებული ღირებულების გადასახდისგან გათავისუფლდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში მონტაჟის, აწყობის, რემონტის, წარმოების, შეკეთების და სხვა მომსახურების სახეების გაწევა.

 

დავალიანების გადახდევინების გადავადება შესაძლებელი გახდა ერთი წლით, უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე, თუ საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 5000 ლარს.

 

სუსტი კაპიტალიზაციის მარეგულირებელი დებულებების ნორმები  2016 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.

 

ტურისტული სექტორის ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გამარტივდა ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული დებულებები.

 

დღგ-სგან გათავისუფლდა წიგნის დასამზადებლად საჭირო ქაღალდის მიწოდება.

 

10 პროცენტიდან 8 პროცენტამდე შემცირდა აქციზის განაკვეთი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის.

 

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა პირი, რომელსაც მკურნალობის ხარჯებს საქველმოქმედო ორგანიზაცია უნაზღაურებს.