შსს დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

შსს დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

"ივერიონი" შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გთავაზობთ:

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დაბა ფასანაურიდან, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალა. საპატრულო პოლიცია ასევე გაცნობებთ, რომ დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში უგზოობის გამო მიმოსვლა დროებით შეზღუდულია როგორც ქვეყანაში შემომავალი, ისე ქვეყნიდან გამავალი ყველა სახის ავტომობილებისთვის.

ასევე დიდთოვლობის გამო მოძრაობა აიკრძალა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ, ნინოწმინდიდან სასომხეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სამებამდე".

აგრეთვე აკრძალულია მოძრაობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ წალკიდან ნინოწმინდის მიმართულებით.

ორივე მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: