დიმიტრი ქუმსიშვილი:"ინვენტარიზაციის პროექტის მიზანია სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით"

დიმიტრი ქუმსიშვილი:"ინვენტარიზაციის პროექტის მიზანია სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით"

  როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განახადა,  სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო  სახელმწიფო ქონების  ინნვენტარიზაციის  სრულმასშტაბიან პროექტს იწყებს.


"პროექტის მიზანია სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით. წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების გარკვეული ნაწილი აღურიცხავი რჩებოდა. ინვენტარიზაციის შედეგად კი, შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების ზუსტი რაოდენობის დადგენა და გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაჩქარდება და კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება პრივატირების პროცესები, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 მისი თქმით, მასშტაბური პროექტი სააგენტოს სამხარეო ცენტრებში 14, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე 3 ორკაციანი მობილური ჯგუფის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

"ჯგუფები აღჭურვილი იქნებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და ინვენტარიზაციისთვის საჭირო გეოლოგიური, გეოფიზიკური ხელსაწყოებით. სწორედ აღნიშნული მობილური ჯგუფებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით სააგენტომ წელს დამატებით შეისყიდა 6 ტოიოტასა და სუძუკის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება და ასაზომი ინვენტარი. საერთო ღირებულებით 1 014 847 ლარი. გასულ წელს მობილური ჯგუფების აღჭურვისთვის სააგენტოს მიერ დაიხარჯა 522 531 ლარი, 6 რენოს მარკის ავტომობილისა და ასაზომი ინვენტარის შესაძენად", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: