Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (2)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
8-01-2015, 14:06
ნანახია: 2221

ალეკო ელისაშვილი:-

   დღეს დილით, ონიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულის ორი კედელი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსახლეობა მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით მშენებელმა ნებართვა უკანონოდ მოიპოვა.

 

   ონიაშვილის ქუჩის N14-ში საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი იმყოფებოდა.

 

   - "მოსვლის დღიდან ახალ საკრებულოს და მერიას ვეჩიჩინებოდი, რომ ეს ნებართვები გაეუქმებინა და საბურთალოზე, ვერასა და ვაკეში მშენებლობებზე მორატორიუმები გამოეცხადებინა. ორსართულიანი სახლის გვერდით არ შეიძლება ამხელა შენობები შენდებოდეს. აქ ივლისში მოვიყვანე საბურთალოს გამგებელი და მაჟორიტარი. ეს მშენებლობა მაშინ დაწყებულიც კი არ იყო, მე ვამბობდი, რომ გავაჩეროთ, გადავხედოთ და შემდეგ გავაგრძელებინოთ, დღეს რომ ვიღაც მომკვდარიყო, ხომ შეფუცხუნდებოდნენ", - განაცხადა ელისაშვილმა.