Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
9-01-2015, 13:58
ნანახია: 1013

მერაბ შათირიშვილი:-

   ეს განცხადება "ივერიონს" საზოგადოებრივი მოძრაობის "ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელმა მერაბ შათირიშვილმა მოგვაწოდა და უცვლელად გთავაზობთ.

 

   -"აღმაშფოთებელი განცხადების მომსწრე გავხდი ამ შობა-ახალწელს ვიღაც ვაჭარაძისგან, რომელსაც, ეტყობა, თავს გაუვიდა და, რომელმაც, როგორც ჩანს, არ იცის, სად ცხოვრობს და რომელი ეროვნების წარმომადგენელია... ყველას გვახსოვს, 2001 წლის ტერაქტი ამერიკაში, ხოლო შეიძლება ყველამ არ იცის: ერთ-ერთმა ამერიკელმა გულისწყრომის ნიშნად ყურანი გამოიტანა და საჯაროდ დაწვა, ამერიკის სასამართლომ მას მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფისათვის და, საერთოდ, ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ამერიკელი თუ ევროპელი მოქალაქე აუგად ვერ მოიხსენიებს ამა თუ იმ რელიგიის მოღვაწესა თუ მსახურს, იგი კანონმდებლობით ისჯება მაშინვე, თუ ეს ასე არ მოხდება, შესაძლოა, მას საზოგადოებამ გამოუტანოს განაჩენი, სათანადო გაკიცხვითა და, შემდგომში, ხელისუფლებას ყველა გზით აიძულებს, რელიგიური მრწამსის შეურაცხმყოფელი სათანადოდ დაისაჯოს კანონის შესაბამისად... ჩვენ რა უბედურება გვჭირს, რამ დაგვიბნელა გონება, ვიღაც ვაჭარაძეები სულს გვირყვნის, რჯულ-ადათს გვიგინებს და ვდუმვართ ისე, თითქოს ეშმაკმა გვძლია... 

საზოგადოებრივი მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" მოგიწოდებთ, 10 იანვარს, 5 საათზე, მეტრო რუსთაველთან შევიკრიბოთ და შევუერთდეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამდაგვარ უმსგავსობასა და ქართველობის სულიერებისადმი შემრყვნელ განცხადებას აპროტესტებს... 

ავირჩიოთ: გზა ვაჭარაძის თუ გზა - ღვთის!!!"