Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
12-01-2015, 14:10
ნანახია: 1229

გია ხუხაშვილი: საქართველო შესაძლოა ზოგიერთი უგუნური პოლიტიკოსის წყალობით ტერორისტების სამიზნე გახდეს

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე ნაკლებად არსებობს. თუმცა, ხუხაშვილის აზრით, ამ საფრთხის პროვოცირების მცდელობები გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან არსებობს. მისი თქმით, ქვეყანას რეალურ საფრთხეს შეუქმნის უცხო ქვეყნის სამხედრო  და საწვრთნელი ბაზების არსებობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიქცევს საქართველო ტერორისტების ყურადღების მიპყრობას.

"მე ვფიქრობ, რომ საქართველო ამ საფრთხის წინაშე ნაკლებად დგას, ყოველ შემთხვევაში ამის მიზეზები არ არსებობს. თუ რაღაც უგუნურებაში არ გავეხვიეთ და პლაცდარმად არ ვიქეცით, როგორც ზოგიერთ არაადეკვატურ პოლიტიკოსს აქვს გეგმაში, ასეთი რამე არ იქნება"  ქვეყანას რეალურ საფრთხეს შეუქმნის უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების, და საწვრთნელი ბაზების არსებობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ტერორისტების ყურადღება მივიპყროთ".