კახა კოჟორიძე: საყდრისთან დაკავშირებით მიზნის მისაღწევად ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ

კახა კოჟორიძე: საყდრისთან დაკავშირებით მიზნის მისაღწევად ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  "არემჯი გოლდისთვის" წიაღით სარგებლობით ლიცენზიის მოქმედების ვადის 5 წლის გახანგრძლივების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების ფორსირებულად და დროის მცირე მონაკვეთში მიღება ორჰუსის კონვენციის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.  აღნიშნული კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება პირდაპირი ვალდებულება, რომ მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების ეფექტური ჩართულობა და მონაწილეობა უზრუნველყოს. ასოციაციის განცხადებით, არემჯის ლიცენზიის მოქმედების ვადის 5 წლით გაგრძელება ავტომატურად არ ანიჭებს უფლებას, რომ საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები აწარმოს. საიას გამგეობის წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, დადებითი შედეგის მისაღწევად, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს.

"ეს არის ძალიან სამწუხარო პროცესი. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობისთვის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა კანონის უზენაესობისთვის. ეს არის ბრძოლა სავარაუდო კორუფციული ინტერესების -წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ და პირადად მე, როგორც მოსარჩელე ამ საქმეში, ვიდრე ამ დარგის სპეციალისტები იტყვიან, რომ ის, რაც დარჩა აფეთქების მიუხედავად, თუნდაც ერთი ლოდი, არის ღირებული, მანამდე ამ დავას გავაგრძელებთ. ჩვენ შევეცდებით ამ კუთხით ყველა სამართლებრივი მიმართულება გამოვიყენოთ", - განაცხადა კოჟორიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: