Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
13-01-2015, 19:00
ნანახია: 1338

ნინო მეტრეველი:-

   "ივერიონს"გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეიბორისტი წევრი ნინო მეტრეველი დაუკავშირდა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამეფებულ მდგომარეობაზე განცხადების გასაჯაროვება სთხოვა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

   -,,გარდაბის მუნიციპალიტეტში იგივე პროცესების ხდება, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. ,,მეოცნებე" ხელისუფლება, ,,გაქოცებულ" ნაცებთან ერთად კვალავ საკუთარი ინტერესებისთვის მოქმედებს". ,არაერთხელ განვაცხადე, რომ ვეძებ გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტიდან დაკარგულ 40-მდე ძვირადღირებულ ავტომანქანას, რომელიც 2004 წლიდან გადასცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობისთვის. ამაზე ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგანაც მოვითხოვე და სახელმწიფო აუდისტასც დავუკავშირდი. აუდიტში, სექტემბერში მითხრეს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ისედაც შედიოდნენ გეგმიური შემოწმებისთვის და მათი დასკვნა საჯარო იქნებოდა, მაგრამ აუდიტმა დასკვნა უბრალოდ ვერ დადო, რამდენადაც საჭირო დოკუნეტაცია მათ მუნიციპალიტეტში ვერ, თუ არ მოაწოდეს, თან შემოწმების პერიოდი, მხოლოდ 2012-2013 წელს ეხებოდა. მოგეხსენებათ, 2012 წლის ნოებრიდან ხელისუფლებაში უკვე ,,ქართული ოცნება" იყო. საფინანსო დოკუმენტების აღიცხვა არ ხდებოდა 2007 წლიდან მოყოლებული, წერს აუდიტორი. თუ დოკუმენტაცი არ არსებობს, ან არსებობს და ვერ, თუ არ იპოვეს, ამისთვის შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს? მაგრამ აქ ჯოხი ვიღაც მეისრეებზე არ უნდა გადატყდეს. შესაბამისად, ვერ გავიგეთ რატომ გადაეცა ძვირადღირებული ავტომანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის ბიუეჯეტი, წლების განმავლობაში, ლამის მილიარდამდე იყო 10 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე მინუციპალიტეტიდან?! ასევე, ვერ გაეცა პასუხი მიწების საკითხსაც, რომელიც ერთი მუჭა ადამიანების ხელშია თავმოყრილი და ფაქტიურად ვაჭრობის საგანია, როცა მოსახლეობის მთავარი პრობლემა სწორედ უმიწობააა. მიწების მფლობელები სწორედ ამ გლეხებზე აქირავებენ მიწებს სარფიანად. დღეს გარდაბნის რაიონში მიწების ხელალახალი გადაფორმება მიდის ძველ მეპატრონეებზე. ჩემი ინფორმაციით, ამ საქმის ლობისტი კვლავა გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ფეიქრიშვილია. ანუ სამართლიანობის აღდგენა, რასაც ,,ქართული ოცნება" ხალხს პირდებოდა, მიწების იგივე ხალხისთვის დაკანონების პროცესად იქცა. ამაზე სოფ. ქესალოში უკვე არის ხალხის უკმაყოფილება. მოსახლეობა მოითხოვს, რომ 61 ჰა, რომელიც აქამდე ვინმე ლიპარტელიანს ქონდა იჯარით აღებული და ხელშეკრულების ვადა დაუსრულდა, სოფელს გადაეცეს, რამდენადაც სოფელს არ აქვს არც საძოვრები და არც სათეს-სახნავი მიწები, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო, გონივრული ეჭვი მაქვს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, ამ მიწას კვალავ იგივე ადამიანს აძლევს, რომელსაც ინვესოტრი ყავს წინ აფარებული და ხალხს დასაქმებას პირდება. იგივე პროცესი გრძელდება მუნიციპალიტეტის ფულით შეძენილი ძვირადღირებული ავტომანქანების გასახვისებაზეც. ხდება განათხოვრებული ავტომანქანების ,,გაპრავება", ანუ მათი გადაფორმება-გადაცემა სახელმწიფოსთვის, კონკრეტულად _ვისთვის ეს მინიშნებული არაა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით-ადგილობრივი პოლიციისთვის. როგორც გავიგე, მუნიციპალიტეტი არა მხოლოდ თხოვების ხელშეკრულებით აძლევდა ამ უწყებას ავტომანაქანების, არამედ საწვავსაც და სარემონტო ხარჯებსაც ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებდა. გარდაბნის გამგეობამ 2014 წლის 1 დეკემბერს სახელმწოფოს უსასყიდლო, ექვსი ავტომანქანა გადასცა: 1 ცალი_ ,,ტოიოტა ლენკრიუზერი," 4 ცალი _ ,, ტოიოტა ჰილუქსი" და ერთი _ ,,მიცუბიში," რომელთა ღირებულება მითითებული არაა. რა ვალდებულება ჰქონდა წლების განმავლობაში და აქვს ასეთი ადგილობრივ ხელისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რთული ასახსნელია, თუმცა ვარაუდები შეიძლება".

 

   ივერიონი მიმართავს გარდაბნის მუიციპალიტეტს, საპასუხო კომენტარის გაკეთების სურვილის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ დაგითმოთ დრო და თქვენი პასუხი მივაწოდოთ მკითხველს.