გიორგი კვერენჩხილაძე:"მთავრობას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება უნდა აინტერესებდეს"

გიორგი კვერენჩხილაძე:"მთავრობას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე  სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება უნდა აინტერესებდეს"

  საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი კვერენჩხილაძე  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით სიმბოლური დატვირთვის მატარებელი ვერ იქბევა.

 

როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არც კონსტიტუციის მოქმედი მოდელით და არც ძველი მოდელების გათვალისწინებით, მთავრობას პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრების პირდაპირი ვალდებულება არ აქვს.


"მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია არ აქვს. ქვეყანას აქვს კვლავ 1995 წლის კონსტიტუცია, რომელიც ახალი რედაქციით მოქმედებს. ვალდებულება პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრებისა, არც კონსტიტუციის წინა რედაქციის შემთხვევაში და არც ახალი რედაქციით, მთავრობას არ აკისრია. რაც შეეხება პარლამენტში მისვლის საკითხს, მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი, რომელიც არის მთავრობის მეთაური, კონსტიტუციურად არის უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის, კონსტიტუციის დაცვის გარანტი, ასევე კონსტიტუციურად გახლავთ სახელმწიფო ორგანოთა ნორმალურად ფუნქციონირების გარანტი; მისი ვალდებულებაა, პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული მომენტების, პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსის და თავად მოხსენების კონსტიტუციური რეგლამენტაციის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და თანამდებობის პირებს გარკვეული ინსტიტუციური ურთიერთდამოკიდებულება აქვთ, არსებობს ხელისუფლების ერთიანობის პრინციპი, ვთვლი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მოხსნენებით გამოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მთავრობას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება უნდა აინტერესებდეს" - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვერენჩხილაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: