ირაკლი ალასანია: "ძალიან ფაქიზად და ფრთხილად არის განსასაზღვრი პარლამენტში რას და რა კატეგორიის დანაშაულს შეეხება ეს"

ირაკლი ალასანია: "ძალიან ფაქიზად და ფრთხილად არის განსასაზღვრი პარლამენტში რას და რა კატეგორიის დანაშაულს შეეხება ეს"

  როგორც " თავისუფალი დემოკრატების" ლდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, საქართველოს პარლამენტმა დიდი სიფრთხილით უნდა განიხილოს კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას  დასჯად ქმედებად აქცევს.

 

მისი თქმით, ზუსტად უნდა განისაზღვროს იმ დანაშაულის კატეგორია, რომელსაც კანონი შეეხება.

"ერთადერთი ლოგიკა არის ის, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილებზე უნდა ვრცელდებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ქმედებები, მაგრამ ბუნებრივია, ძალიან ფაქიზად და ფრთხილად არის განსასაზღვრი პარლამენტში რას და რა კატეგორიის დანაშაულს შეეხება ეს," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: