შალვა შავგულიძე: ნუთუ მთავრობაში ისეთი აუცილებლობა არსებობს, რომ სხდომაზე მოსვლისთვის ვერ იცლიან?

შალვა შავგულიძე: ნუთუ მთავრობაში ისეთი აუცილებლობა არსებობს, რომ სხდომაზე მოსვლისთვის ვერ იცლიან?

დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მინისტრები, ამ დრომდე კამათის საგნად რჩება. პრემიერის მოსაზრებამ, რომ მინისტრების დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს, პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, კანონით, მთავრობას პარლამენტში სხდომაზე დასწრების ვალდებულება არ გააჩნია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მინისტრები პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრებიან ეს მიზანშეწონილია. შავგულიძის თქმით, მთავრობის წევრების დასწრება სახელისუფლებო შტოებს შორის ერთგვარად პატივისცემის გამომხატველი ნიშანი იქნება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: