თეა წულუკიანი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მართლმსაჯულების დაცვის გარანტი უნდა იყოს!

თეა წულუკიანი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მართლმსაჯულების დაცვის გარანტი უნდა იყოს!

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკურად ლოიალური პირი არ უნდა იყოს.


"თუ გვინდა ისეთი ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ყოფილა პოლიტიკურ პროცესთან გაკარებული, ასეთს უმრავლესობა არ მისცემს ხმას, რადგან მას უნდა იცნობდეს. უმრავლესობა არ იცნობს მას, ვინც არასდროს ყოფილა თანამდებობაზე, საზოგადოებრივ სექტორში და პოლიტიკურ პროცესთან კავშირში", - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის  შეფასებით, "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს პოლიტიკურად ლოიალური პირი და უნდა შეირჩეს ადამიანი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, შეუვალი ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირისგან და იქნება მართლმსაჯულების დაცვის გარანტი."

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: