Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
18-01-2015, 18:59
ნანახია: 918

ალექსანდრე ჭიკაიძე: სოლიდარული კულტურის განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სიკეთე გადამდებია!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის "სოლიდარობის ჯილდოს" გადაცემას ალექსანდრე ჭიკაიძე  Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. მისივე განცხადებით საქართველოს შნაგან საქმეთა სამინისტრო დომინაციის მხრივ ლიდერია.

 

შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მადლობას უხდის უწყების ყველა თანამშრომელს, ვინც სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს აფინანსებს.


"მადლობას ვუხდი ჩვენი სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც 2014 წელს, ფონდის შექმნიდან დღემდე სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს აფინანსებს და საკუთარ შვილებს სოლიდარობის მაგალითს აძლევს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დონაციების მხრივ ლიდერია და ეს თქვენი დამსახურებაა. სოლიდარობის ფონდი არ არის უბრალოდ ქველმოქმედება, ეს არის ქველმოქმედების თანამედროვე და გავლენიანი ტრადიცია, რომელსაც ბევრი ადამიანის ბედის შეცვლა შეუძლია. სოლიდარული კულტურის განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სიკეთე გადამდებია!", - წერს ჭიკაიძე.