რა უფრო უკეთესია: გასაღები, რომელიც ყველა კარს აღებს, თუ კარი, რომელსაც ყველა გასაღები ერგება?!

რა უფრო უკეთესია: გასაღები, რომელიც ყველა კარს აღებს, თუ კარი, რომელსაც ყველა გასაღები ერგება?!

სიმკაცრით, მაგრამ სამართლიანობით გამოირჩეოდა პროფესორი პარმენ ვეკუა. მის ლექციებზე გასუსულები ისხდნენ სტუდენტები. გამოცდების დროს ხომ სააერთოდ შეუვალი ხდებოდა ისედაც მკაცრი პროფესორი - არ ჭრიდა ბატონ ვეკუასთან „ბლატი“ და ჩაწყობა, აააპააა პაა პა! არა, არავითარ შემთხვევაში! „მიეცი ნიჭსა გზა ფართო“ ხშირად უთქვამს ზოგიერთი ნეპოტირებული და „ფარულად კორუმოირებული“ კოლეგის გასაგონად პროფესორს.

ზაფხული დაიწყო... ცხელა! ...უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სნამდვილი „ციებ-ცხელებაა“ ,ეთიკის გამოცდას იბარებს, ბატონი პარმენი! ...უკვე 9 სტუდენტმა ჩააბარა. უფრო სწორად, ორმა ვერ ჩააბარა...დანარჩენებს სამიანები დაუწერა ვეკუამ. შემოდის გოგონა. შეხედავ მეცხრე კლასელს გავს. გაბედულად და თამამად მიუახლოვდა მაგიდას, აიღო საგამოცდო ბილეთი და რაღაც თხუთმეტ წუთში ხელი აიწია, მზად ვარო.

- მობრძანდით! - სათვალეების ქვემოდან, ცოტა არ იყოს გაკვირვებით გამოხედა ბატონმა პარმენმა. გოგომ სამი საკითხი სწრაფად და ლაკონურად ჩამოაყალიბა, მეოთხეზე აპირებდა გადასვლას, მაგრამ ბატონმა პროფესორმა შეაჩერა:

- გვარი და სახელი ჩინებული გქონიათ, ქეთევან ოთხმეზურო! გვარი კი გაქვთ ოთხმეზური, მაგრამ თუ ამ მეოთხე საკითხს ფილოსოფიურად ჩამომიყალიბებთ, თანაც შეფარული იუმორით, ჩათვალეთ ფრიადი გარანტირებულად ჩაგეწერებათ სასწავლო ბარათში! - რატომღაც იუმორის ტალღაზე გადაერთო ფილოსოფიის დოქტორი.

ბატონ პარმენს თვითონვე მოეწონა კონცეფციის ასე ორგინალურად ჩამოყალიბება, სავარძელზე გადაწვა, ინტელექტუალური, მამაშვილური ღიმილითა და კმაყოფილი გამომეტყველებით მიაჩერდა სტუდენტს და ბილეთის მეოთხე საკითხის სათაური ხაზგასმულად ხმამაღლა წაიკითხა: „მამაკაცისა და დედაკაცის პოლიგამიური და მონოგამიური თვისებანი, როგორც ცნობიერი და ქვეცნობიერი ფაქტორი, გატარებული მორალურობისა და ამორალურობის პრიზმაში“...

ჰმ... მიხვდით ხომ, გეთაყვა?
...თავისი ბუნებით, ჩემო გოგონი, მამაკაცი პოლიგამიურია... ანუ...ანუ.., - აქ ცოტა არ იყოს „გაჭედა“ ბატონმა პარმენმა,მაგრამ შინაგანმა ინტელექტმა თავისი გაიტანა:
- ხომ გაგიგონიათ... იმ ლექსისა არ იყოს - „ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“ ...ან კიდევ ეს - „რაგინდ კარგი ცოლი ყავდეს, მაინც ურჩევნია სხვისა“ ...ანუუ, მამაკაცის ქვეცნობიერი ლტოლვა პარტნიორი ქაქლების მრავალფეროვნებისკენ გენეტიკური თვისებაა და არა ამორალური ახირება! ...რაც შეეხება ქალბატონებს, აქ მონოგამიასთან, ანუ ერთი პარტნიორი მამაკაცის ერთგულებასთან გვაქვს საქმე! აი ეს, ჩემო შვილო, ფილოსოფიურად უნდა ჩამომიყალიბო, ოოღონდ იუმორით შეფერილ-შეფერადებული!

-ბატონმა პარმენმა, პაწაწინა, გამოუცდელ გოგონას უუურთულესი ამოცანა დაუსახა... რომლის გადაჭრა ალბათ თვით მამარდაშვილსაც კი გაუჭირდებოდა! ...აბა როგორ კაცო, „თაავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ვედრია“ ჩაიღიღინა პოპულარული სიმღერის ფრაგმენტი პატივცემულმა პარმენმა და საცოდავი სტუდენტის ჩაჭრის მოლოდინში, ირონიული ღიმილით დაელოდა პასუხს.

გოგონამ შუბლი მოისრისა, წამით ჩაფიქრდა, ჩაახველა და და დაიწყო:
- როგორ ფიქრობთ ბატონო პროფესორო, რა უფრო უკეთესია „გასაღები“ რომელიც ყველა კარს აღებს თუ „კარი“ რომელსაც ნებისმიერი გასაღები თავისუფლად ერგება...ჰა? - ახლა სტუდენტის ჰაბიტუსზე გამოიძერწა ირონიული ღიმილი.
პროფესორმა ოთხმეზურს,სტუდენტის საგამოცდო ბარათში უხმოდ ჩაუწერა ხუთიანი და როცა გოგონამ ცქრიალითა და უნაზესი ნარნარით დატოვა აუდიტორია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი,აკადემიკოსი და კათედრის გამგე უმკაცრესი პარმენ ვეკუა კარგა ხანს იჯდა გაოგნებული... დეკანმა შეახსენა, მორიგი სტუდენტი გელოდებათო....

ბატონმა პარმენმა შესვენება გამოაცხადა და მოზომილი ნაბიჯებით გავიდა აუდიტორიდან... რა დროს შეაწუხა ამ პროსტატის ჯირკვალმა!

                                       თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: