ირინა სარიშვილი: როდემდე შეიძლება ყველა უბედურება ნაცებს დავაბრალოთ ?

ირინა სარიშვილი: როდემდე შეიძლება ყველა უბედურება ნაცებს დავაბრალოთ ?

პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

 

"არა ერთხელ მითქვამს და ეხლაც გავიმეორებ: ადამიანს თავი მარტო ბალიშზე დასადებად არა აქვს!!!
მერამდენედ მესმის ეს აბსურდული ფრაზა: შეიძლება სიმართლეა, მაგრამ ეს ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს!
უკაცრავად, მაგრამ სანამ წისქვილს და მასზე დასხმულ წყალს მივადგებოდეთ, ჯერ იმის განსაზღვრა უნდა შეგვეძლოს, ვინ არის ჩვენი მტერი!!!
მერე ღირსება უნდა გვქონდეს და თავმოყვარეობა!!!
და თუ ეს ყველაფერი წესრიგში გვაქვს, არც იმის უნდა შეგვეშინდეს, თუ ჩვენი აზრი ან ნათქვამი ჩვენი მოწინააღმდეგის (და არა მტრის) აზრზს დაემთხვევა!!!
სიმართლე ყოველთვის სიმართლეა განსხვავებით სიცრუისგან!!!
მე არ ვიცვლი აზრებს იმის მიხედვით, ვინ მოწინააღმდეგეა და ვინ მომხრე!!!
არც მეგობრებს ვირჩევ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, რადგან ზუსტად ვიცი, ჩემი არც თუ მწირი გამოცდილების მიხედვით, ყველანაირი პოლიტიკა ადამიანურ ურთიერთობებზე გადის!!!
ყველაზე მეტად, რასაც ვერ ვიღებ და ვერც ვერსადროს ვერ მივიღებ, ეს არის ბოღმა, უსუსურობა, რასაც ადამიანი მაშინ ავლენს ხოლმე, როცა ყველაფერი ისე არ არის, როგორც მას უნდოდა და ეგონა, რომ იქნებოდა!!!
ეგებ ჩვენ თავს მივხედოთ და პირდაპირ ვთქვათ, რაც სათქმელია და ნუ შეგვეშინდება, თუ ეს სათქმელი იმავე ნაცების აზრზს დაემთხვევა!!!
ნაცები, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, ლაპარაკის გარდა კიდევ ბევრ რამეს აკეთებენ: ჭამენ, სვამენ, დადიან, იცინიან, ბანაობენ და ა.შ. და რა??? ამაზეც უარი ვთქვათ???
როდემდე შეიძლება ყველა უბედურება ნაცებს დავაბრალოთ და ყოველი მზის გამოსვლა მეოცნებეთა დამსახურებად ჩავთვალოთ?!!!! როდემდე?!!!
როდემდე შეიძლება ბოღმით გულგასიებულებმა უკრაინის მთავრობას არჩევანი დავუწუნოთ?!!! როდემდე?!!! ისე კარგად ვართ, რომ უკრაინის ბედზე ვზრუნავთ უკვე?!!! თან ასე ფარისევლურად და ამხელა ბოღმით?!!!
ეგებ ჩვენ თავს მივხედოთ და დღევანდელ ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხი ყველაფერზე, რაზეც მოსათხოვნია!!!
რა შუაშია აქ ნაცები?!!!
თუ იმას ვერ ვინელებთ, რომ "დამარცხებული" ნაცები 4 მილიონიანი ქვეყნის ნაცვლად ეხლა 55 მილიონიან ქვეყანას მართავენ?!!!
ჩვენ რას ვაკეთებთ? რას? გარდა უაზრო ლანძღვის და ბოღმის ნთხევისა, რაც ისევ ჩვენს უსუსურობაზე და ცვედანობაზე მეტყველებს!!!
ეგებ, სანამ უკრაინას "შევიბრალებთ", საკუთარი თავი გაგვახსენდეს და სუნმა მაინც შეგვაწუხოს!!! იმ წუმპის სუნმა, რაშიც ვიმყოფებით!!!
ეგებ ვუთხრათ ყველას სიმართლე, რაც სათქმელია და ნუ შეგვეშინდება იმის, რომ ამ სიმართლეს სხვაც ამბობს!!!
მერწმუნეთ, ბევრად საშიში ის მომავალია, საითაც მივდივართ!!!
ვთქვათ სიმართლე, რადგან სიმართლეს მესაკუთრე არ ყავს!!!
სიმართლე იმისია, ვინც მას ამბობს, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა!!!
საკუთარ თავს მივხედოთ, იმ გემს მივხედოთ, რომელშიც ყველა ამ ქვეყნის მცხოვრები, მტყუან–მართალი, ყველა ერთად ვართ!!!
გვეყო პოზიორობა!!! კმარა!!!
თუ გვაქვს ღირსება, თავმოყვარეობა, თუ საკუთარი თავის და შემდეგ უკვე ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა შეგვიძლია, გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე!!! ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენი და არა რომელიმე პარტიის!!!
გავიგებთ ამას? ძალიან კარგი!
ვერ გავიგებთ? გავაგრძელოთ მაშინ ერთმანეთის ჭამა!!!
მოკლედ: მე პასუხს ვთხოვ ხელისუფლებას და მხოლოდ ხელისუფლებას!!!
და არ მაინტერესებს, ვის პოზიციას ემთხვევა ჩემი აზრი!!!
იმიტომ რომ მე საკუთარ თავს ვცემ პატივს!!!
იმიტომ რომ ჩემთვის სიმართლე ყოველთვის სიმართლეა!!!
სტატუსი არ არის პოლიტიკური"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: