Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
19-01-2015, 19:28
ნანახია: 753

ირაკლი ღარიბაშვილი: დადგა დრო, რომ ქართული კინო განვითარდეს!

"რეჟისორ ზაზა ოვაშვილის ფილმის წარმატებამ დაადასტურა, რომ ქართული კინო არ არის მხოლოდ ისტორიის ნაწილი და ის სხვა ეტაპზე გადადის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა.

"ეს არის არამარტო თქვენი გამარჯვება და აღიარება, არამედ ქართული ნიჭის გამარჯვება და აღიარებაც. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ნიჭიერი ერი და ჩვენში არის დიდი პოტენციალი. ჩვენ გვაქვს ფილმის კეთების დიდი ტრადიცია. ჩვენმა დიდმა რეჟისორებმა მართლაც შედევრები შექმნეს. თქვენმა წარმატებამ კი დაადასტურა, რომ ქართული კინო არის არა მხოლოდ ისტორიის ნაწილი, არამედ ის გადადის სხვა ეტაპზე და ვითარდება. მინდა, მოგილოცოთ ეს წარმატება, რომელიც ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის ძალიან სასიხარულოა", - მიმართა პრემიერმა "მანდარინების" რეჟისორს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა ნიჭიერ კინორეჟისორს ფილმის გადაღების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს კინოს წარმოება არის ძალიან ძვირი და დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. აქ, რა თქმა უნდა, საჭიროა სახელმწიფოს დახმარება. მინდა, მთავრობის სახელით გითხრათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით თქვენ და ყველა იმ ნიჭიერ კინორეჟისორს, რომელიც ქმნის საქართველოსთვის საამაყო ფილმებს. დადგა დრო, რომ ქართული კინო განვითარდეს, ის ახალ ეტაპზე უნდა ავიყვანოთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.