გია ვოლსკი: პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ჰყავს

გია ვოლსკი: პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ჰყავს

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტს მრჩევლებს უწუნებს. საკითხი მარგველაშვილის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლაზე მთავრობის დასწრებას ეხება, რომელსაც ხმაური მოყვა. ვოლსკის თქმით, არის საკითხები, რომელიც შეგიძლია არ დაძაბო და არ ეძებო სკანდალური განვითარების პერსპექტივები, ამიტომ ვოლსკი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ჰყავს ვოლსკის თქმით ამ გამოსვლის შესახებ ფორმატებზე მსჯელობა და ამაზე კამათის დაწყება არასწორია, რადგან ეს დაძაბულობას გამოიწვევს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის აზრით, აუცილებელი არ არის პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მთავრობამ პარლამენტის დარბაზში მოუსმინოს.

ვოლსკის მიაჩნია, რომ მთავრობას დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს და პრეზიდენტის მოსაზრების გაგება სხვა საშუალებებითაც შეიძლება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: