ერთი ოცნების გარკვევა

ერთი ოცნების გარკვევა

"ილუზიების ტყვეობაში ყოფნა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. რუსეთ-საქართველოს ახალი მეგობრობა ვერ განხორციელდა: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იძულებული გახდა ეღიარებინა და ფორმალური გაკვირვება გამოეხატა იმის გამო, რომ რუსებმა ქართველები მუხანათურად მოატყუეს: თბილისს მოლოდინი გაუცრუეს და აფხაზეთთან ხელშეკრულება გააფორმეს. ახლაც, როცა სამხრეთ ოსეთთანაც დაიდება მსგავსი ხელშეკრულება, შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ: აღშფოთება და გულისწყრომა ისევ ფორმალური იქნება. სხვათა შორის, ეს კარგია: რაც უფრო ნათელი ხდება სიტუაცია, მით უფრო სასიამოვნოა, თუ როგორ უბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ვადიმ დუბნოვი).
"საქართველო ძალიან დიდხანს ცხოვრობდა იმ საკმაოდ უცნაური ცხოვრებით, რომლის პირობებში ქართველები გაკვირვებას გადაეჩვივნენ. შესაძლოა, თბილისმაც ამიტომ დაიჯერა, რომ ერთდროულად ორ განზომილებაში ცხოვრება შეიძლება:
პირველი განზომილების მიხედვით, ქვეყანა რუსეთთან ომის პირობებში იმყოფება, რუსეთი ოკუპანტია, დაკარგულია ტერიტორიები და ვერცერთი მთავრობა ერთი დღეც ვერ გაძლებას, თუ მათ დაკარგვას საბოლოოდ შეურიგდება. ეს აქსიომა დღემდე ძალაშია; მეორე განზომილების მიხედვით, ოკუპანტის მიმართ წყენა სადღაც სუფთა ისტორიასა და აბსტრაქტულ გეოგრაფიაში გადადიოდა - ოკუპანტი უკვე ოკუპანტი კი აღარ იყო, არამედ [ქართველებსა და რუსებს შორის დაკარგული] ჰარმონიის განსახიერება. მაგრამ დადგა, დრო რომ საქართველოს ხელისუფლებამ ორმაგი ცხოვრების უარყოფის დეკლარირება დაიწყო", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
"ის, რომ "ქართული ოცნების" ერთიანობაში რაღაც კარგად ვერ არის, ქართველებმა გასული წლის ბოლოს გაიგეს. რომ არა "როსნეფტსა" და "პეტროკას ენერჯი გრუპს" შორის დადებული კონტრაქტი [ფოთის ტერმინალის შესახებ], რუსეთთან გლობალური თანამშრომლობა მხოლოდ ისტორიოსოფული განხილვების დონეზე დარჩებოდა. მოკლედ, რუსულ-ქართული ინტრიგა სახეზეა. ამას დავუმატოთ დიდი სატრანზიტო პროექტი ავარეთ-კახეთის გზის შესახებ, აფხაზეთის რკინიგზა...
პატარა ქვეყანაში გავრცელებული ხმების უარყოფა ისევე უაზრობაა, როგორც აქსიომების დამტკიცების მცდელობა. "როსნეფტთან" დაკავშირებული ისტორია პასუხია იმ კონსპიროლოგებისადმი, რომლებიც საქართველოს ინფრასტრუქტურულ დაშლას წინასწარმეტყველებდნენ, რისთვისაც შავ ზღვაზე სეჩინ-პუტინისეული "როსნეფტი" მოვიდა. მაგრამ აქ იბადება კითხვა: განა რა ბევრი გააკეთა გეოპოლიტიკურად და რუსეთის სადიდებლად კომპანია "ლუკოილმა", რომელმაც თავის დროზე მონაწილეობა მიიღო კასპიის ნავთობკონტრაქტებში? განა მაშინ არ ამბობდნენ ზოგ-ზოგიერთები, რომ კასპიური გარიგებები რუსეთის ისტორიულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა?
აშკარაა, რომ დღეს იგივე სქემით მოქმედებას "როსნეფტი" ცდილობს, მასთან ერთად კი ადგილობრივი [ქართველი] კონტრაგენტები. ჩვეულებრივი ისტორიაა. უბრალოდ, საქართველომ დაივიწყა ის ძველი ხელგაშლილობა, რომელიც მეზობლებს შორის არსებობდა. იგივე შეიძლება ითქვას გზატკეცილის და რკინიგზის მშენებლობაზეც, რომელიც სავალდებულო არაა განახორციელო.
ძველი ეპოქა, ცხადია, მთლიანად სიკეთისა და ძმობა-მეგობრობის გამოხატულება არ ყოფილა, როგორც ადრე გვინერგავდნენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთთან საბჭოური ურთიერთობის ნაშთებმა საქართველო ცდუნების კომპლექსისაგან გადაარჩინა.
ახლა უკვე ყველაფერი ძველებურად იქნება. მოსკოვშიც ხომ ბევრს ჰგონია, რომ რკინიგზა აუციელებელია სომხეთთან დასაკავშირებლად, ხოლო "როსნეფტი" - ქართული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის გასაკონტროლებლად. მაგრამ საქართველოს ეს ხელს არანაირად არ შეუშლის მსოფლიოს განუცხადოს, რომ ევროპისაკენ წარმატებით მიიწევს. და იმედგაცრუებულია რუსული გულწრფელი პოლიტიკის გამო. ომი არ იქნება, აღარც ორმაგი ცხოვრება. რაღა საჭიროა...", - ასეთ დასკვნას აკეთებს ავტორი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: