გიორგი თევზაძე: იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ კიდევ მეტი კითხვები გააჩინა ხელისუფლების მიმართ

გიორგი თევზაძე: იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ კიდევ მეტი კითხვები გააჩინა ხელისუფლების მიმართ

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, უსამძირებს იური ვაზაგაშვილის ოჯახს და სრულიად საქართველოს იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს რომელიც წარმოადგენდა ქართული საზოგადოებისათვის მაგალითს როგორც უფლებადამცველი და სამართლიანობისათვის უკომპრომისო მებრძოლი და ღირსეული სამაგალითო პიროვნება, რომელიც კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად მუხანათურად იქნა მოკლული, მიგვაჩნია რომ აღნიშნულ ფაქტს უნდა მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია. და დამნაშავე პირები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. ამასთანავე საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ იური ვაზაგაშვილის, შვილი ზურაბ ვაზაგაშვილი სამართალდამცველების მიერ კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული "სპეცოპერაცის" შედეგად იქნა ჩაცხრილული, იმ დღიდან იური ვაზაგაშვილი უკომპრომისოდ ებრძოდა წინახელისუფლების დამნაშავე სისტემას რათა დადგენილიყო ობიექტურობა და დამნაშავე მონაწილე პირები დასჯილიყვნენ, თუმცა როგორც საზოგადოებისათვის ნათელი გახდა წინახელისუფლების პირობებში სამართლიანობის დადგენას თავად სისტემა გვეგლინებოდა ხელშემშლელად, ამიტომაც თითეულ მოქალაქეს მათ შორის იური ვაზაგაშვილს, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაგვიჩნდა იმედი იმისა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი იქნებოდა წინახელისუფლების სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების შესწავლა და სამართლიანობის აღდგენა, და კონკრეტული საქმეების მიმართებაში დამნაშავე პირთა დადგენა და მათი პასუხისგებაში მიცემა , თუმცა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება საზოგადოებაში წამოჭრილი კითხვები... ხელისუფლებას ევალება დროულად დადგინოს და პასუხისგებაში მისცენ როგორც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე დამნაშავე პირები, ასევე იური ვაზაგაშვილის მიმათ ჩამდენი დამნაშავე პირები რომლებმაც მუხანათურად მოკლეს სამართლიანობისათვის უკომპრომისო მებრძოლი და სამაგალითო პიროვნება. განაცხადა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: