Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
21-01-2015, 12:41
ნანახია: 674

ეკა გიგაური:

ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს იური და ზურა ვაზაგაშვილების გარდაცვალების საქმეები.განცხადება ამის შესახებ კოალიციის თავმჯდომარე ეკა გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი იური და ზურა ვაზაგაშვილების გამო. ვფიქრობთ, ეს მართლაც ენით აუწერელი რამ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ორივე საქმე, ჩვენთვის პრინციპში გაუგებარია, რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული ის, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმე დღემდე არ არის გამოძიებული და გამოძიების პროცესი ბოლომდე არ არის მისული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ ამასთან დაკავშირებითაც მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, უმოკლეს ვადაში პასუხი გაეცემა", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.