გაგი მოსიაშვილი:ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის თვითმხილველი მზადაა გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მისცეს

გაგი მოსიაშვილი:ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის თვითმხილველი მზადაა  გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მისცეს

ზურა ვაზაგაშვილის ადვოკატმა , გაგი მოსიაშვილმა ზრუა ვაზაგაშვილის მნიშვნელოვან მოწმესთან დაკავშირებით "რეპორტიორის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, მოწმე, რომელიც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის თვითმხილველია. მომხდართან დაკავშირებით არსებითი ინფორმაცია აქვს.ადვოკატი  გამოძიებიდან გამომდინარე მოწმის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

"გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი საუბრობდა მოწმესთან დაკავშირებით, რომელიც იყო თვითმხილველი ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის და რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა მომხდართან დაკავშირებით. დიახ, ამ მოწმეს მართლაც გააჩნია მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამ ეტაპზე ამ პიროვნების დასახელებისგან ჩვენ თავს ვიკავებთ. საქართველოში ის არ იმყოფება. ეს პიროვნება მზაობას გამოთქვამს, რომ მისცეს გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია, რაც მას გააჩნია", - განაცხადა მოსიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: