ზაქარია ქუცნაშვილი: "მინდა, ჩვენი მტრები გავაფრთხილო, იურის მოკვლით ვერ გაგვაჩერებენ"

ზაქარია ქუცნაშვილი: "მინდა, ჩვენი მტრები გავაფრთხილო, იურის მოკვლით ვერ გაგვაჩერებენ"

 "მკვლელებს ეგონათ, რომ ეს იქნებოდა გამაფრთხილებელი სიგნალი მათთვის, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლის იდეას უძღვნის ცხოვრებას". ამის შესახებ საპარლამენტო უმრაავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თემის კომენტირებისას ისაუბრა.

"მინდა, ჩვენი მტრები გავაფრთხილო, რომ  იურის მოკვლით მოგვაყენეს ტკივილი, მაგრამ ვერ გაგვაჩერებენ", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილმა საიდუმლო მოწმის შესახებაც ისაუბრა.

"მე ვიცი, ვინ არის ის მოწმე, ვისზეც იური საუბრობდა. ვიცი, სად იმყოფება და რა ინფორმაციას ფლობს. თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელება შეიძლება არასწორი იყოს. ჩემი ინფორმაციით, პროკურატურამ ეს მოწმე უკვე დაჰკითხა და ზურა ვაზაგაშვილის საქმის უახლოეს პერიოდში გახსნას წინ აღარაფერი უდგას. მე ეს ინფორმაცია იური ვაზაგაშვილისგან მაქვს, რომელსაც 18 იანვარს ვესაუბრე. ასე რომ, ეს საქმე ასე ვერ დასრულდება. იურის მეგობრები და ახლობლები ცოცხლები ვართ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან განვიცდი, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იური ვაზაგაშვილს 2 წელი დასჭირდა, რომ შვილის საქმის გამოძიება ხელშესახებ შედეგებამდე მისულიყო. თუ აღმოჩნდა, რომ ძალოვან უწყებებში არიან პირები, ვინც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელებს ხელს აფარებდნენ, სერიოზული პროცესები წავა და შეიძლება, საკადრო ცვლილებების წინაშეც დავდგეთ. თუ არიან ის ადამიანები, ვინც ზურა ვაზაგაშვილის საქმეს ხელს აფარებდნენ, ისინი უნდა გამოვლინდნენ და დასასჯელები არიან არა მხოლოდ ეს ხალხი, არამედ ისინიც, ვინც ეს ხალხი თანამდებობებზე დანიშნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ერთი საქმის გახსნა არაფერს ნიშნავს", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: