Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
22-01-2015, 15:43
ნანახია: 1105

მამუკა ტუსკაძე: აღიარების კომისია ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს

ადამიანის უფლებათა დამცველი მამუკა ტუსკაძე ბიზნესმენ თამაზ ღუღუნიშვილის მიმართ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ უკანონობებზე საუბრობს და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, უფლებადამცველმა "ივერიონის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტუსკაძე აღნიშნავს, რომ ე.წ "აღიარების კომისიის" ყოფილი ხელმძღვანელობის დროს მტაცებლური პილიტიკით "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა და ბიზნესმენის ქონება  თავის სახელზე დაირეგისტრირა.

"ჩვენი ორგანიზაცია უკვე ერთი წელია იცავს ბიზნესმენ თამაზ ღუღუნიშვილის უფლებას. იმის მაგიერ, რომ  მტკიცებულება მიეღოთ მხედველობაში და მოქალაქისთვის ეღიარებინათ საკუთრების უფლება  იმ ობიექტზე, რომელიც ჰქონდა შეტანილი, მოხდა პირიქით, მათ აბსურდული მოტივით უარი თქვეს. ამის შემდეგ ჩვენ  ერთი თვის მანძილზე იგივე კომისიაში შევიტანეთ, კვლავ იქნა განხილული, თუმცა ამ ერთი თვის მანძილზე მოახერხა და მტაცებლური პილიტიკით "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა და დაირეგისტრირა თავის სახელზე ქონება, ოღონდ არეულად, სხვა მისამართით სხვა ფართობით და კვალის  არევის გზით მოახერხა ამ ობიექტის იმ სიაში მოხვედრა.  აქედან გამომდინარე ჩვენ სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, სასამართლომ  ეს მოთხოვნა კანონიერად ცნო და დააკმაყოფილა, ანუ დაავალა ე.წ აღიარების კომისიას , რომ საკითხი თავიდან განეხილა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო.
დღეს მოქმედმა ახალმა აღიარების კომისიამ  ახალი შემადგენლობით  სააპელაციოში გაასაჩივრა. აპელაციას ჩვენ არ ვუშინდებით, მის შედეგსაც  არ დავაყენებთ ეჭვქვეშ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ საქმე გვიფუჭდება, საქმე ფერხდება და გვინდოდა საქმე სწრაფად დამთავრებულიყო  და ფართი  მფლობელობაში დაეგისტრირებინათ. მათ ვერ მოახერხეს წარმომადგენლის გამოგზავნა, რის გამოც შეიზღუდა ჩვენი უფლებები და სასამართლო გარკვეული ხნით გადაიდო. მინდა მოვუწოდო ე.წ. "აღიარების" დღევანდელ კომისიას, რომ იფიქრონ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მოქალაქეზე, მის ქონებრივ უფლებებზე , კონსტიტუციის 21 მუხლზე, რომლითაც  ადამიანისუფლებებს არღვევენ და იქნებ შემდეგ სხდომაზე მაინც მიიღონ სამართლიანი და ჭეშმარიტი გადაწყვეტილება" - განაცხადა ტუსკაძემ.


 ბიზნესმენ თამაზ ღუღუნიშვილის განცხადებით, ავჭალაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც ჯერ კიდევ 1985 წლიდან ქონდა ე.წ. კოოპერატივი.


 "იმ პერიოდში, იქ იყო ხევი და ნაგავსსაყრელი, რომელიც ჩვენ ავითვისეთ, გავასუფთავეთ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომიწია ქვეყნიდან წასვლა, როდეს უკან დავბრუნდი, ყველაფერი დანგრეული დამხვდა ერთი შენობის გარდა, ისიც მხოლოდ ჩონჩხის სახით იყო შემორჩენილი, რომელიც აღვადგინე. როდესაც ე.წ "აღიარების კომისიაში" შევიტანე,  კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ თურმე ის იქ ცხოვრობს და ის ჩემი აშენებული არ არის, სწორედ ამ მიზეზით მითხრეს ობიექტის ლეგალიზაციაზე უარი. დამატებით მტკიცებულებებიც მივიტანეთ, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში ჩემი ქონება სახელმწიფოს სახელზე დაარეგისტრირა. წლების მანძილზე ვარ ასეთი უსამართლობის და განუკითხაობის მსხვერპლი და მოვითხოვ სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას"- განაცხადა თამაზ ღუღუნიშვილმა.