ოქსანა კალაშნიკოვამ პრესტიჟული ტურნირი მოიგო

ოქსანა კალაშნიკოვამ პრესტიჟული ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ინდოეთის ქალაქ პუნაში საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი მოიგო წყვილთა თანრიგში. ტურნირის საპრიზო ფონდი 125 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა.


კალაშნიკოვამ იქ რუს მეწყვილე ნინა ბრატჩიკოსვასთან ერთად იმარჯვა, რაც წყვილთა კლასიფიკაციაში მნიშვნელოვნად წასწევს და სავარაუდოდ, მსოფლიოს პირველ ასეულში დამკვიდრების საშუალებას მიცსემს. წყვილთა შორის პირველ ასეულში უკვე არის ერთი ქართველი ჩოგბურთელი - ანა ტატიშვილი, რომელიც რეიტინგში 81-ე საფეხურზეა.


კალაშნიკოვამ და ბრატჩიკოვამ პუნაში "როიალ ინდიან ოუფენის" ფინალს ისე მიაღწიეს, რომ სეტიც არ დაუთმიათ, გაიარეს ინდოელ, უკრაინელ და ჩინელ გოგონათა დუეტები.


ფინალში ებრაელი და ტაილანდელი მოწინააღმდეგეების ძლევა შედარებით ძნელი აღმოჩნდა. პირველი სეტის იოლად, 6:0 მოგების შემდეგ მოწინააღმდეგეებმა მეორეში ანგარიში გაათანაბრეს (4:6), გადამწყვეტი სეტი კი დროში გაიწელა და საბოლოოდ კალაშნიკოვა-ბრატჩიკოვას 10:8 გამარჯვებით დასრულდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: