Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
12-11-2012, 20:10
ნანახია: 1133

რამ აღაშფოთა რასმუსენი და რას ურჩევს სააკაშვილი ახალ ხელისუფლებას?

არჩევნების და ხელისუფლების "უხავერდოვანესად" გადაბარების შემდეგ გვქონდა შანსი ნატოსკენ  ნახტომი გაგვეკეთებინა. მართლა არ მესმის, რა საჭირო იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ცოტა მაინც მოეთმინათ.  ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი მთავრობის ბოლოდროინდელ მოქმედებას.

სააკაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური დირექტორის  ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებასაც ეხმიანება, რომელმაც თავდაცვის უწყების ქართველი მაღალჩინოსნების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა. "ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ ასეთი კრიტიკული ტონი არ მახსოვს", - აცხადებს  მიხეილ სააკაშვილი.

"იმ პირობებში, როცა საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტზე ამდენს ვმუშაობდით, გენშტაბის უფროსის დაკავება დილის 06:00 საათზე, თავდაცვის მინისტრის კაბინეტში სხვა მიზეზით გამოძახებით, ვფიქრობ, იძლევა დაფიქრების საფუძველს. ეს ვიზიტი ჩაგვეშალა. ნატოს გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ იქნებ გაზაფხულზე იყოს კომიტეტის ჩამოსვლა შესაძლებელი. ვუთხარი, რომ იქნებ ნატოს მინისტერიალი დეკემბერში არ "ჩაიშალოს" და რაღაც პროგრესს მივაღწიოთ, თუ "მაპი" არა, რადგან ამ სიტუაციაში, არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება გამოვიდეს. გენერალურ მდივანთან ჩემი გზავნილი, მას შემდეგ, რაც მან შეშფოთება გამოთქვა, იყო, რომ ამან არ უნდა შეაჩეროს საქართველოს წინსვლა ნატოში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტის განმარტებით, გიორგი კალანდაძის გათავისუფლების შემდეგ გაერთიანებული შტაბის უფროსად მისი დატოვებით მან ახალ მთავრობას შანსი მისცა, რომელიც არ გამოიყენა.
"როცა გენშტაბის უფროსი გამოუშვეს და ჩემთან მოვიწვიე, კიდევ ერთხელ მივეცი შანსი ახალ მთავრობას, რომ ეს ინციდენტი გვერდზე მოგვეტოვებინა, რადგან იქნებ აღარ ჩაშლილიყო ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, მან ეს შანსი არ გამოიყენა. ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ ნატოსთან დაკავშირებული საკითხები არ უნდა იყოს მთავრობას და პრეზიდენტს შორის კინკლაობის თემა. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ალიანსს მიებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ "ამ ყველაფერს" ახალი მთავრობა განგებ კი არა, გამოუცდელობით აკეთებს. "იმედია, ეს ახალ მთავრობას განგებ კი არ მოსდის, მოსდის გამოუცდელობით. ალბათ, შეიძენს უცხოეთში ვიზიტებით გამოცდილებას", - განაცხადა სააკაშვილმა.