Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
13-11-2012, 10:01
ნანახია: 1477

რას ნიშნავს ელჩების პროტესტი?

როგორც საქართველოს ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე იტყობინება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებზე ჩასულს აეროპორტში არ დახვდნენ ევროკავშირში საქართველის ელჩი სალომე სამადაშვილი და საქართველოს ელჩი ნატოში გეგა მგალობლიშვილი.


ასეთი უყურადღებობის ნამდვილი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი დიპლომატები ახალ რეალობას ან არ ცნობენ, ან  იციან, რომ უახლოეს მომავალში დიპლომატიურ სამსახურს გამოემშვიდობებიან და უბრალოდ, თავის შეწუხება საჭიროდ არ ჩათვალეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი, რომელიც მათ ავალდებულებდათ დახვედროდნენ მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციას _ მით უმეტეს, ეს ახალი ხელისუფლების პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.


გასაგებია სალომე ზურაბიშვილის ირონია, როცა წერს: "ნატოში ჩვენი ელჩი მგალობლიშვილი ადგილზე არ იმყოფება, წასულია პრაღაში სააკაშვილის დასახვედრად?"