რა გადასცა იური ვაზაგაშვილმა დიტო ჩუბინიძეს?!

რა გადასცა იური ვაზაგაშვილმა დიტო ჩუბინიძეს?!

გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ავრცელებს წერილს, რომელიც, მისი თქმით, იური ვაზაგაშვილმა მას 2014 წლის დეკემბერში გადასცა.

  "ივერიონი"  ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
"ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს ამჟამინდელი უფროსი გიორგი დალაქიშვილი ვანო მერაბიშვილის ფავორიტია. მერაბიშვილის მინისტრობისას დალაქიშვილი მუშაობდა თბილისის სოდ-ის უფროსის თანამდებობაზე. არჩევნებამდე მას დავალებული ჰქონდა "ქართული ოცნების" უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ალეკო ტაბატაძის განეიტრალება და შემუშავებული ჰქონდა კიდეც გეგმა ტაბატაძის დასაკავებლად, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა ტაბატაძის მეგობრობამ დ. ბედიასთან. ბედია მერაბიშვილის დროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. დალაქიშვილსა და ბედიას ალეკო ტაბატაძის თემაზე უთანხმოება მოუვიდათ და ბედიამ გაიმარჯვა.
"ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გიგი დალაქიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს. ცნობისთვის, დალაქიშვილმა გია უდესიანთან ერთად ბიზნესმენ ბესო ხარძიანს ჰეროინი დაალევინა. ხარძიანი, როგორც ცნობილია, უარს აცხადებდა კუს ტბის აქციების ნაცმოძრაობის სასარგებლოდ დათმობაზე. საერთოდ, გიგი დალაქიშვილი და გია უდესიანი შავბნელი საქმეების აღსასრულებლად ერთად მოქმედებდნენ, სადაც პოლიცია ვერ ჭრიდა, მაშინ საქმეში ერთვებოდა უდესიანი თავის რაზმთან ერთად. უდესიანის "ოფისი", სადაც განთავსებული იყო ადამიანთა წამებისა და დაკავების საკნები, დღესაც ნაცმოძრაობის მფლობელობაშია და იგი მდებარეობს იპოდრომის შესასვლელთან.

გიორგი დალაქიშვილი და მისი ამჟამინდელი მოადგილე ნიკა სამარღანიშვილი (ე.წ. "ტყუპი") შინაგან საქმეთა ორგანოებში მოიყვანა ირაკლი ფირცხალავამ, რომელთან ერთადაც დალაქიშვილმა მონაწილეობა მიიღო 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ზურაბ ვაზაგაშვილის ჩაცხრილვაში. დალაქიშვილთან ერთად ვაზაგაშვილის ჩაცხრილვაში ასევე მონაწილეობდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დღევანდელი მოადგილე ოთარ მირზოევი, რომელიც ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლიდან მეორე დღესვე ერევანში გაიქცა და საქართველოში მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, როცა ხელშეუხებლობის
მყარი გარანტია მიიღო. ოთარ მირზოევი და გიგი დალაქიშვილი ისან-სამგორის სამმართველოს ყოფილ უფროსთან გიორგი დარჯანიასთან ერთად ყველაზე ახლოს, ორ მეტრში იმყოფებოდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მანქანიდან. მირზოევმა პირველმა გახსნა ცეცხლი ჩემი ვაჟის ზურაბ ვაზაგაშვილის მანქანის მიმართულებით და ყველაზე უფრო ადრე სწორედ მან შეასრულა ირაკლი ფირცხალავას მიერ რაციაში გაცემული ბრძანება - ცეცხლი გახსენითო! სწორედ მირზოევის ტყვია მოხვდა ზურაბ ვაზაგაშვილს თავში და ამის გამო მან დაკარგა გამართულად მოძრაობის უნარი, რის გამოც მანქანა გადავიდა გზის საწინააღმდეგო მარცხენა მხარეს და შეეჯახა ხეს.
 ქალაქ თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური კობა ნაკანი ინტენსიური ცეცხლის გახსნის შემდეგ ახტა ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანის, "ბმვ"-ს კაპოტზე და მანქანაში წინ მჯდომ პირთა მიმართ განახორციელა საკონტროლო გასროლები ავტომატური იარაღიდან მჭიდის დაცლამდე. ვაზაგაშვილს თავში 18 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ისან-სამგორის დღევანდელი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ბჟალავა და ანტიტერორისტული დეპარტამენტის დირექტორის ახლანდელი მოადგილე შოთა ჭანუყვაძე.

ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ ერთ დაჯგუფებას"- წერს "ასავალ-დასავალი"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: