Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
26-01-2015, 19:23
ნანახია: 774

ლექსო თამაზაშვილი: არ ვაპირებ  პოლემიკაში შევიდე სუბიექტურ და შავი პიარით დაკავებულ ტელევიზიასთან

დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი არჩილ მაისურაძის მკვლელობაზე მომზადებულ გადაცემას "განსხვავებული აქცენტები" გამოეხმაურა  და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასა და მის წინააღმდეგ შავი პიარ -კამპანიის  წარმოებაში დაადანაშაულა.
"რუსთავი 2" ჩემი ოჯახის და ჩემს წინააღმდეგ შავი პიარითაა დაკავებული. არჩილ მაისურაძე გახლავთ ჩემი ბავშვობის მეგობარი და როგორც ყველა ჩემ მეგობარს ვეხმიანებოდი ფეისბუკზე. "განსხვავებულ აქცენტებში" გასული ინფორმაცია არასწორია. მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა და ამ ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. - წერს სოციალურ ქსელში  ლექსო თამაზაშვილი.
თამაზაშვილი იმედოვნებს, რომ სამართალდამცველები ამ საქმეს გამოიძიებენ და ყველა დამნაშავე დაისჯება.
" არ ვაპირებ სხვა რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე სუბიექტურ და შავი პიარით დაკავებულ ტელევიზიასთან , რომელსაც საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახური შეარქვა," - წერს თამაზაშვილი.