Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
28-01-2015, 11:37
ნანახია: 654

დავით ნარმანია: იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ

თბილისის სასწრაფო დახმარების მედდებს ხელფასი გაეზრდებათ, განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.


მისი თქმით, უფროსი მედდის შრომის ანაზღაურების გაზრდა გათვალისწინებულია 100 ლარით და შეადგენს 850 ლარს, ხოლო უმცროსი მედდას ხელფასი 125 ლარით - 750 ლარამდე გაეზრდება.

"როგორც კი დედაქალაქის მმართველობაში მოვედით, 2014 წლის სექტემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროს და უმცროს ექიმებს, ასევე მძღოლებს გავუზარდეთ შრომის ანაზღაურება. მაშინ მედდებს დავპირდით, რომ იანვრიდან მათაც გაეზრდებოდათ შრომის ანაზღაურება. დღეს ვასრულებთ ამ დანაპირებს და მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფროსი მედდის შრომის ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული გვაქვს 100 ლარით და შეადგენს 850 ლარს, ხოლო უმცროსი მედდის შრომის ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებულია 125 ლარით და შეადგენს 750 ლარს. მინდა, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩვენს სისტემაში მუშაობს და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით 24-საათიან სამუშაო რეჟიმშია, ვუთხრა, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ.