მამუკა არეშიძე: საქმის გახსნა დამკვეთების აქტიურობითა და კვალის დარჩენით მოხდება!

მამუკა არეშიძე: საქმის გახსნა დამკვეთების აქტიურობითა და კვალის დარჩენით მოხდება!

 ექსპერტი, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა  საქართველოს ტერიოტირა უკვე დატოვა, აღნიშნულზე მამუკა არეშიძემ  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

  როგორც არეშიძემ განაცხადა, რომ სავარაუდო მკვლელის შესახებ მას ინფორმაცია აქვს, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს.

"მაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდო მკვლელმა საქართველო დატოვა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის თურქეთში გადავიდა. შემსრულებლიდან დამკვეთზე გასვლა ადვილია. ამ საქმის გახსნა სწორედ დამკვეთების აქტიურობითა და კვალის დარჩენით მოხდება. მათ უკვე დატოვეს რამდენიმე კვალი", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

არეშიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეში იკვეთება ძალოვანების მონაწილეობა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: