ზაქარია ქუცნაშვილი: შსს-ს გავრცელებულ ვიდეომასალებზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს

ზაქარია ქუცნაშვილი: შსს-ს  გავრცელებულ ვიდეომასალებზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოუწოდებს,გავრცელებული ვიდეომასალებით დაინტერესდეს და სათანადო რეაგირება მოახდინოს.

"ხულოგნობების ეს გამოვლინებები, რასაც ვხედავთ, საზოგადოებრივი მორალისთვის ცუდია. ამიტომ, გენერალურ ინსპექციას მოვუწოდებ, რომ იმ საკითხების გამოკვლევით დაკავდეს, რამდენად სწორად ექცევიან იმ სამართალდამცავებს, რომლებიც სწორ რეაგირებას ახდენენ უცენზურო, კანონდარღვევითი თუ ადმინისტრაციული ხასიათის ცდომილებებზე. ასეთი უცენზურო დამოკიდებულება საზოგადოებრივ მორალზე გავლენას ახდენს და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას იწვევს. პირველ რიგში, უნდა დავიცვათ კანონიერად მოქმედი პატრულები და გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლოს იმ თანანმდებობის პირის საქმიანობა, რომელიც ამ ნიშნით არ უდგება პატრულის მუშაობას",- აცხადებს ქუცნაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: