ბიძინა ივანიშვილი: ლართან დაკავშირებით არაფერი კატასტროფული არ ხდება!

ბიძინა ივანიშვილი: ლართან დაკავშირებით არაფერი კატასტროფული არ ხდება!

საქართველოს ექს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლართან დაკავშირებით არაფერი, გარდა კარგისა, არ ხდება,-განცხადება ამის შესახებ ივანიშვილმა  ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

"ლარის თემა, ეს მოგონილია, არავითარ ტვირთად ის საზოგადოებას არ აწევს. ეს არის აგიტაციური მანქანა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება გარდა კარგისა, ლარი ცოცხალი ორგანიზმია და რაც მსოფილოი ეკონომიკაში ხდება, ის ასახვას ჰპოვებს საქართველოშიც. ეკონომიკა და ბიზნესი რთული მექნიზმია, მას ცოდნა და ალღო უნდა. ასე მარტივი არ არის სად დააბანდო შენი კაპიტალი, დოლარში თუ ლარში. ეს არის ბიზნეს პროცესი და მოსახლეობა ამ პროცესში უნდა გაერკვეს, უნდა დაიქირავოს  სპეციალისტი, ვინც ამ საკითხებში ერკვევა. ბევრი ბიზნესმენიც ვერ ახერხებს გამოიცნოს, სად გადაიტანოს კაპიტალი. ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად და ჯანმრთელად. ლარი იქცევა ძალიან ადეკვატურად იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ხდება ეკონომიკის შიგნით და გარეთ. არაფერი კატასტროფული არ ხდება და ფასებზე ეს არ გადასულა. თუ ის ფასებზე გადავა, მთავრობას აქვს ამის ბერკეტები, ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს, რომ ჩაერიონ. ", - აცხადებს ივანიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: