Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
29-01-2015, 12:54
ნანახია: 794

ემზარ ჯგერენაია: მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის  კატასტროფულად ვარდნის შესაჩერებლად არაფერს აკეთებენ!

გვესაუბრება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ფულად-საკრედიტო საკითხებში ემზარ ჯგერენაია.


-ბატონო ემზარ, თქვენ ადრე  “ივერიონთან“ საუბრისას ლარის კურსის დასტაბილურება უახლოეს მომავალში იწინასწარმეტყველეთ. დღეს კი მის კატასტროფულად გაუფასურებას ვხედავთ. რა გახდა ამის მიზეზი?
-ლარი დღეს იმ მდგომარეობაშია, როგორშიც  მსოფლიოში არსებული პრობლემებიდან და ჩვენი მიმდინარე ანგარიშების ბალანსიდან გამომდინარე უნდა იყოს. ჩვენთან ამ პრობლემის გამოსწორება მხოლოდ ექსპორტის, საკრედიტო პოლიტიკის,  ინვესტიციებისა და ტრანსფერის გაუმჯობესებაზე ზრუნვითაა შესაძლებელი. ამ ოთხიდან ორი მაინც უნდა მუშაობდეს, სხვა დანაკლისი რომ გადაიფაროს.


დამატებით პრობლემებს ქმნის რუსეთის უკვე გაფართოებული ომი უკრაინაში. ამ ქვეყნებში  ჩვენი ექსპორტიც შემცირდა და ტრანსფერიც. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის ვარდნა გასაკვირი არ არის!


-გუშინ ტელეკომპანია “იმედში“ საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსის დღევანდელი მდგომარეობა ბუნებრივად  და არასაგანგაშოდ გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, საზოგადოება ვერ აღვიქვამს სინამდვილეს თუ ივანიშვილი გვესაუბრება ვარდისფერი სათვალეებიდან?
-ალბათ ის მიზეზები იგულისხმა, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ.


-არ უგულისხმია. პირიქით, მთავრობის ეფექტურობას იწონებს.
-აშკარაა, ლარის დღევანდელი მდგომარება ნორმალური სულაც არ არის. მოსახლეობას, რომელსაც არჩევანი არ აქვს ბანკებისგან და ფულს დოლარში იღებენ, მძიმე  პრობლემები აქვთ.საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი კი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერს აკეთებენ. ან იქნებ იციან კიდეც, რაც უნდა ქნან და მუშაობენ კიდეც ისე, როგორც ვხედავთ.


                                              ესაუბრა ია ჯღარკავა