ყოვლისშემძლე სუს-ი, „ყოჩაღი“ ნაც-პროფესორები და დასახურად განწირული თელავის უნივერსიტეტი!

ყოვლისშემძლე სუს-ი, „ყოჩაღი“ ნაც-პროფესორები და დასახურად განწირული თელავის უნივერსიტეტი!

კარგა ხანია, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საინფორმაციო  საშუალებებში _ პრესასა თუ ტელევიზიებში  _  გაკილვის საგნადაა ქცეული. ლოგიკურად ისმება კითხვა: აქვს თუ არა მომავალი სასწავლებელს? _ ეს კითხვა მხოლოდ სტუდენტებსა და პროფესორებს არ აღელვებთ.

 

საზოგადოების გონიერი ნაწილი, რომელსაც კარგად ესმის რეგიონალური უნივერსიტეტის მნიშვნელობა რაიონისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარების საქმეში, ერთგვარი შიშით ადევნებს თვალს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს.

 

სამწუხაროდ, ეს შიში საფუძველს მოკლებული არ არის: წლიდან წლამდე იკლებს სტუდენტთა კონტინგენტი, რაც უარყოფითად აისახება სასწავლებლის ფინანსურ გამართულობაზე -სახსრების გარეშე დარჩენილი უნივერსიტეტი კი ხარისხიან განათლებას ვერ შესთავაზებს სტუდენტებს. შეფერხებულია უნივერსიტეტის განვითარების პროცესი. ეს ერთგვარი ნეგატიური ჯაჭვი მოჯადოებულ წრეს ქმნის, რომლის გარღვევაც სერიოზულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. როგორც თანამშრომლები და სტუდენტები პირად საუბრებში აღნიშნავენ, არაფერი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი უნივერსიტეტში არ ხდება, ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული და რა იქნება მომავალში, ამის წარმოდგენაც უჭირთ!

 

როგორია ასეთ დროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლი, რას აკეთებს უწყება (ან საერთოდ აკეთებს თუ არა რამეს) უნივერსიტეტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და როგორი სიტუაციაა თავად შიგნით? რა ფონს ქმნიან გარე და შიდა ძალები უნივერსიტეტის გარშემო?

 

თუ თვალს მივადევნებთ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, რაც საინფორმაციო საშუალებებიდანაც კარგად ჩანს (2012 წლიდან მოყოლებული, როცა ხელისუფლება შეიცვალა და  უნივერსიტეტში არასწორად გაკეთებულმა საქმეებმაც იჩინა თავი (იხ. „ახალი სკანდალი თელავის უნივერსიტეტის ირგვლივ“ (https://www.youtube.com/watch?v=lrv2HUv4_J8), „სტუდენტების სიმცირე თელავის უნივერსიტეტში“ (https://www.youtube.com/watch?v=bbvkTxs9OJU), „ხმაური თელავის უნივერსიტეტში“ (https://www.youtube.com/watch?v=BQM3qTcHmto; https://www.youtube.com/watch?v=9FQZekytZW0);   „ხმაური თელავის უნივერსიტეტის ირგვლივ გრძელდება“ (https://www.youtube.com/watch?v=-mdVDrBr_hA),  „დაპირისპირება თელავის უნივერსიტეტში“ (https://www.youtube.com/watch?v=u5GzolmBN7s), „ხმაური თელავის უნივერსიტეტის გარშემო“ (https://www.youtube.com/watch?v=G4WcCRAN66g),  „თელავის უნივერსიტეტი“ (https://www.youtube.com/watch?v=PcILcNrGo3M), „კვირისთემა -- თელავისუნივერისტეტი -- კადრები რომელიც არ გინახავთ“  (https://www.youtube.com/watch?v=8Lf6PSnevt0), „რა მოხდა თელავის უნივერსიტეტში“  (https://www.youtube.com/watch?v=8X-vBNtGSVg), „თელავის უნივერსიტეტში“ (https://www.youtube.com/watch?v=93y-0zqz8fk), „სტუდენტების აქცია“ (https://www.youtube.com/watch?v=zcRU3SRgDBY), „სტუდენტების აქცია თელავში“ (https://www.youtube.com/watch?v=FcJdL_9qSSI), „საპროტესტო აქცია თესაუში“ (https://www.youtube.com/watch?v=FuiW_D5_Vow;https://www.youtube.com/watch?v=mihNWbAx8EQ), „რა მოხდა თესაუში“ (https://www.youtube.com/watch?v=qGHJZxfF708), „არისთუარასაჯაროაკადემიურისაბჭოსსხდომა?

 

(https://www.youtube.com/watch?v=eidJpPYxXhQ) და სხვა მრავალი), დავინახავთ, რომ უნივერსიტეტი ბედის ანაბარაა მიტოვებული და ჭეშმარიტი გულშემატკივარი ხელისუფლების მხრიდან მას არ ჰყავს: არც სამინისტროს, არც გუბერნიის, არც მაჟორიტარი დეპუტატის და არც სხვა რომელიმე სახელისუფლებო შტოს სახით. სამინისტრო ცდილობს, თავისი ლობირებული ადამიანები ჰყავდეს წამყვან თანამდებობებზე და ამის გამო არეულობასაც არ ერიდება!

 

ერთ-ერთ ვიდეოში ასახულ სიუჟეტში, რომელსაც ჰქვია  „კვირის თემა -- თელავის უნივერისტეტი -- კადრები რომელიც არ გინახავთ“ (https://www.youtube.com/watch?v=8Lf6PSnevt0) უნივერსიტეტის თანამშრომელი ნოდარ ლატიბაშვილი ღიად და თამამად ბრალს სდებს სამინისტროს ზეწოლაში და უნივერსიტეტის საქმეებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს! საინტერესოა, რომ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი შერვაშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პაატა ბერიაშვილი, რომლებიც რატომღაც საღამოს საათებში ეწვივნენ  უნივერსიტეტს და ამის შესახებ ინფორმაციას პიარის სამსახურიც არ ფლობდა, ერთხმად აცხადებდნენ, რომ ისინი უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსის დასაფინანსებლად ჩამოვიდნენ. დაბნეულობა სიუტეტში თითოეულ მათგანს ეტყობა და მათი დაბნეულობის მიზეზი გასაგებია: დღემდე მეოთხე კორპუსის შესაკეთებლად გამოყოფილი თანხები არ ჩანს, მაგრამ ჩანს მათი ჩამოსვლის ვიზიტის შედეგები: ადმინისტარციის ხელმძღვანელის ჰამლეტ რაზმაძის ვადამდე ერთი წლით ადრე წასვლა პირადი განცხადების საფუძველზე, რათა გზა გახსნოდა სამინისტროს მიერ ლობირებულ ალეკო ყვირალაშვილს, ამის შემდეგ დატრიალებული ვნებათაღელვა და სამინისტროს მარცხი ამ კონტექსტში.

 

უნივერსიტეტში იმასაც ამბობენ, ღელაღუტაშვილს სამინისტროს გენინსპექციამ, რომლის უფროსიც ზემოთ ნახსენები ყვირალაშვილის მეგობარი ონოფრიშვილია, მათი დავალების შეუსრულებლობა არ აპატიაო, თუმცა მან აკადემიური საბჭოს სხდომებზე ორივეჯერ ყვირალაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და ასევე ორჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატის გასვლის საკითხი. ღელაღუტაშვილი სხვა მხრივაც იყო მიზანში ამოღებული, მისი რექტორობა არ ეპიტნავებოდა  უშიშროების სამსახურს, რომელიც, როგორც ამბობენ, ძალ-ღონეს არ იშურებს თავისი კადრების გასაყვანად!

 

როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლები ადასტურებენ, ძალოვანი სტრუქტურები უხეშად ერევიან უნივერსიტეტში მიმდინარე  არჩევნების პროცესში, ღამღამობით სახლებში სიარულსა და სტუდენტებისა თუ მათი მშობლების, აგრეთვე თანამშრომლების დაშანტაჟებასაც არ ერიდებიან. მათი მთავარი ამოცანაა, „ნაციონალების“ მხარდამჭერი კადრების დაწინაურება. ასე მოახერხეს მათ სტუდენტთა თვითმართველობის პრეზიდენტად ახალგაზრდა გულანთებული ნაციონალის _ ზურა გრიშიკაშვილის „არჩევა“, რომელსაც, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, ნაციონალი გიორგი ბოტკოველი და ძმანი მისნი  აფინანსებდნენ, მათ კი ზურგს, რა თქმა უნდა, უშიშროების თანამშრომლები უმაგრებდნენ.

 

ადგილობრივ ხელისუფლებაში წამყვან თანამდებობებზე მოკალათებული „მეოცნებე“ ნაციონალები _ „ნაციონალთა“ პარტიიდან თუ მათი მხურვალე გულშემატკივართა რიგებიდან მეოცნებეთა რიგებში გადმოპორტირებულები _ უშიშროების დახმარებით, ცდილობენ ნაციონალების გავლენების გაძლიერებას. კახეთის უშიშროების სამსახურის მთელი შემადგენლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროშო მოკალათებული  უშიშროების კადრები 2012 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა და ისევ იმ ნაციონალებით არიან დაკომპლექტებულნი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და სხვაგვარად მოაზროვნეებს რომ სიცოცხლეს უწამლავდნენ. ისინი დღესაც სდევნიან მათ ერთგულ ადამიანებს. საინტერესოა, რომ ისინი არამცთუ ჩანაცვლდნენ პროგრესული კადრებით, არამედ დაწინაურდნენ კარიერულად და ისევე სდევნიან ჯანსაღ და ნაციონალების მოძულე ადამიანებს, როგორც ამას წინა ხელისუფლების პირობებში დიდი ენთუზიაზმით ახორციელებდნენ. ასეთი ადამიანების დახმარებით მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა.

 

კახეთში ასეთი ადამიანები ღარიბაშვილთან და თამაზაშვილების ოჯახთან სიახლოვით იწონებდნენ თავს და მათთან სიახლოვეზე აპელირებით ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა _  ქალამნად.

 

ისინი ცდილობენ, უნივერსიტეტშიც ნაციონალების მხარდამჭერი ადამიანები დააწინაურონ. რა თქმა უნდა, მათ არც მათ მიერ ლობირებული ადამიანების პროფესიული უნარ-ჩვევები ანაღვლებთ და არც უნივერსიტეტის მომავალი.

 

საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს, 2013 წლის 8 ნოემბერს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების დღისთვის რა პროცესები განვითარდა თელავის უნივერსიტეტში. 6 კანდიდატიდან ერთმანეთის მიყოლებით მოხსნეს კანდიდატურები რექტორობის მსურველებმა უშიშროების ზეწოლით  მათგან ერთ-ერთი კანდიდატისთვის მწვანე შუქის ასანთებად და ეს კანდიდატი ქალბატონი ირმა შიოშვილი იყო, რომლის მამაც ათეული წლის განმავლობაში სამშენებლო ტექნიკუმის დირექტორი გახლდათ, შემდეგ ეს თანამდებობა მემკვიდრეობით სიძეს _ ირმას მეუღლეს გადასცა.

 

რექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა მაშინ ხმამაღლა განაცხადა, რომ ღამის 3 საათზე მასთან სახლში მივიდნენ და ზეწოლა განახორციელეს, რათა მეორე დღეს კანდიდატურა მოეხსნა შიოშვილის სასარგებლოდ. აკადემიური საბჭოს ძალისხმევით მათ მაშინ ვერ შეძლეს სასურველი კანდიდატის გაყვანა, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მეორე კანდიდატი ავთანდილ ღელაღუტაშვილი, რომელმაც არჩევნები მოიგო, აკადემიური საბჭოს წევრი იყო და თავისი ხმით შიოშვილის ორი ხმა გადასწონა, მაგრამ ავთანდილ ღელაღუტაშვილის წინააღმდეგ მოქმედებები მისი რექტორად არჩევის დღიდანვე დაიწყო და ამ მარათონის შედეგი ის არის, რომ ის დღეს რექტორი აღარ არის და მის მოვალეობას ირმა შიოშვილი ასრულებს. უშიშროებას თავისი ემისრები ჰყავს უნივერსიტეტში, რომლებიც მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ღაღადებდნენ და პროფესორებს უჩიჩინებდნენ, რომ თუ შიოშვილი არ იქნებოდა რექტორი, უნივერსიტეტის საქმე წინ ვერ წავიდოდა, რადგან ხელისუფლება მას უჭერდა მხარს და სხვას არ გაახარებდნენ.

 

როგორც თანამშრომლები ამბობენ, საქმის წინ წაწევის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობა უნივერსიტეტს და ყველაფერი ისევ ისე მდორედ მიმდინარეობს, როგორც მანამდე იყო. თუ ჩვენ მიერ მითითებულ ვებგვერდის მისამართებს მოინახულებს მკითხველი https://www.youtube.com/watch?v=PcILcNrGo3M; https://www.youtube.com/watch?v=BQM3qTcHmto

https://www.youtube.com/watch?v=93y-0zqz8fk; https://www.youtube.com/watch?v=zcRU3SRgDBY

https://www.youtube.com/watch?v=FuiW_D5_Vow; https://www.youtube.com/watch?v=9FQZekytZW0) დაინახავს, რომ  საინფორმაციო საშუალებების პრიზმაში უნივერსიტეტი შიოშვილის დამსახურებითაც მოექცა, სწორედ ის იყო დეკანი იმ ფაკულტეტისა, რომლის ერთ-ერთ სპეციალობაზე სტუდენტებს სტატუსი შეუჩერდათ პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლის გამო და 140-მდე სტუდენტი ბედის ანაბარა დარჩა. სამი თვის განმავლობაში ლექციებს შიოშვილის ფაკულტეტზე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს უტარებდნენ. ეს ამბავი შემთხვევით გაიგეს სტუდენტებმა და აქციები მოაწყვეს, თავიანთი თავის შველა თვითონვე გადაწყვიტეს. დღეისათვის უშიშროების ძალისხმევით სკოლის კურსდამთავრებული მოსწავლე კახეთში ერთი ოჯახური კლანის ხელში ვარდება _ კოლეჯის დირექტორი დოლიძე, ხოლო უნივერსიტეტის რექტორი _ მისი მეუღლე. განათლების სისტემას განვითარების რა პერსპექტივები აქვს ამ რეგიონში, მკითხველმა განსაჯოს. და ეს ხდება ქართული ოცნების პირობებში, მათი ხელისუფლების დროს.

 

ზემოთ კითხვა დავსვით, შიდა ძალები რა ფონს ქმნიან უნივერსიტეტში. ერთ-ერთ ვიდეოში კარგად ჩანს, უნივერსიტეტის სპიკერს ნუნუ გელდიაშვილს მთელი სერიოზულობით ეპარება ეჭვი, 21 კაციან საბჭოში უმრავლესობა 11 კაცია, თუ 12 და ამ საკითხის გარკვევას იურისტს ანდობს. გვერდით მას პროფესორები უსხედან და არც ერთი მათგანი არ ეუბნება, რომ კითხვა აბსურდულია. წარმომადგენლობითი საბჭოს რომ ასეთი თავკაცი ჰყავს, რომლისთვისაც ელემენეტარული საკითხი ურთულეს, თითქმის გადაუჭრელ ამოცანადაა ქცეული და ამას დახმარების გარეშე ვერ ახერხებს, თავად საბჭო კი პარალიზებულია, რამდენადაც მის წევრთაგან ერთიც  არ ეკამათება, ხოლო ვინც ეკამათება (უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი გოცირიძე), მას სპიკერი ეუბნება, რომ ის საბჭოს წევრი არ არის და მას განცხადების გაკეთების უფლება არა აქვს. გამოდის, რომ სამინისტრო, უშიშროება და შიგნით გელდიაშვილის მსგავსი კადრები საერთო ფონს ქმნიან იმისთვის, რომ უნივერსიტეტის მომავლის საკითხი ძალიან მწვავედ დაისვას!

ლეო ლიჩელი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: