Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (12)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
29-01-2015, 16:05
ნანახია: 1401

ფიქრია ჩიხრაძე: შემსრულებლიდან შემკვეთამდე კი არაფერი მანძილი არ რჩება

თქმით, თუკი არეშიძეს რაიმე ინფორმაცია ჰქონდა ვაზაგაშვილის მკვლელთან მიმართებაში, ის, ნებისმიერი მოქალაქის მსგავსად, ვალდებული იყო ეს ინფორმაცია სამართალდამცავებისთვის მიეწოდებინა,განცხადებას ამის შესახებ პარტია "ახალ მემარჯვენეების" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირას" პრესკლუბში გააკეთა.

 

ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ არეშიძე ვაზაგაშვილის მკვლელზე საუბრისას გარკვეულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

 

"ვაზაგაშვილის საქმეზე აქამდე მხოლოდ ვარაუდებსა და პოლიტიკურ შეფასებებს ვისმენდით. ის ინფორმაცია, რაც მე გუშინ წავიკითხე, პრაქტიკულად იყო სახელ- გვარის დონეზე შემსრულებლის ცოდნა. შემსრულებლიდან შემკვეთამდე კი არაფერი მანძილი აღარ რჩება. ჩემთვის გასაოცარი იყო თავად ის ფაქტი, როცა ითქვა, რომ მკვლელმა უკვე თურქეთის საზღვარი გადაკვეთა. თუ ასეთი ინფორმაცია არსებობდა და ვინმემ იცოდა, როგორ შეიძლებოდა ეს არ სცოდნოდათ სამართალდამცავ ორგანოებს და ამაზე რეაგირება არ მომხდარიყო.
როგორც ვიცი, მამუკა არეშიძე გუშინ პროკურატურაში იმყოფებოდა და, ალბათ, მათ შესაბამის ახსნა- განმარტებას მისცემდა. ეს მისი მხრიდან ისეთი ფორმით ითქვა, რომ ვარაუდის შთაბეჭდილება არავის დარჩებოდა. შეგვექმნა წარმოდგენა, რომ იგი ამ განცხადების გაკეთებისას გარკვეულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. თუკი ეს ვარაუდი იყო, საიდან იყო ხაზგასმული მაინცდამაინც თურქეთის საზღვარი და არა, მაგალითად, აზერბაიჯანის ან რუსეთის საზღვარი? ზოგადად, როცა რაიმე სამართალდარღვევაზე და, მითუმეტეს, მკვლელობაზეა ლაპარაკი, ყველა მოქალაქე ვალდებულია, ინფორმაცია სამართალდაცავებს მიაწოდოს",- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.