რატომ უპირისპირდებიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ყოფილი პროფესორები?

რატომ უპირისპირდებიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ყოფილი პროფესორები?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ნიშნით დევნილ და უსამართლოდ გათავისუფლებულ პროფესორთა უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფი, დღეს საგანგებო განცხადებით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს. ისინი მინისტრს მიაწვდიან ოფიციალურ ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფის განცხადებაზე თსუ-ს რექტორატის საპასუხო წერილთან დაკავშირებით.


განთლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სკოლებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოუწოდა გათავისუფლებულ პროფესორ-მასწავლებლებთან დაეწყოთ მოლაპარაკება, ამისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინსტრაციას 2-3 კვირა მიეცა.  ამ ვადის გასვლის შემდეგ, პროფესორთა საინიციატოვო ჯგუფს, უნივერსიტეტის რექტორატიდან მიღებულ წერილში, რომელსაც ხელს აწერს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ კუკულავა, აღნიშნულია, რომ "აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე თითოეულ კონკურსანტთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივად საფუძველდებული და დასაბუთებულია, რაც მათ პოლიტიკურ დატვირთვას გამორიცხავს".


ყოფილ პროფესორთა საინიციატივო ჯგუფი აღნიშნულ პასუხს აფასებს,  მტკიცდებად, რომ თსუ-ს რექტორატი არ არის დაინტერესებული არსებული პრობლემების მოგვარებით და აგრძელებს ხისტი და უსამართლო პოლიტიკის გატარებას უფლებადარღვეული პროფესორების მიმართ.


პროფესორ ხათუნა ჩარკვიანის განცხადებით, უნივერსიტეტიდან  მრავალი ღირსეული პროფესორი გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით, ძალიან რთული იყო განსხვავებული აზრის დამკვიდრება.


მიმდინარე წლის აგვისტოში, როდესაც უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოდარ ბელქანიამ შუა კონკურსის დროს მოხსნა კანდიდატურა ყველასგან მოულოდნელად და უნივერსიტეტის რექტორმა სანდრო კვიტაშვილმა იმ დღესვე მის ადგილას მოიყვანია ბაჩოა ახალაიას კადრი ანდრო ბარნოვი, რომელსაც არ აქვს ხარისხი და შესაბამისად ამ თანამდებობაზე ყოფნის უფლებაც.


ყოფილ პროფესორთა საინიციატივო ჯგუფი მთელი შემადგენლობით ეთანხმება, პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი ვანო კიღურაძის განცხადებას, რომ წინა მთავრობის დროს ხდებოდა მეცნიერების და განათლების პროფესორების სრული გენოციდი.


"თბილისის ივ.ჯავახიშვილის  სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაუშვეს პროფესორი ნოდარ ტაბიძე, ეს გააკეთა თავისუფლების ინსტიტუტიდან მოსულმა დავით პაიჭაძემ. უნივერისტეტი დაატოვებინეს  ბევრ პროფესორს, მათ შორის მეც, იმიტომ რომ არ ვიზიარებდით "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიას. ჩვენ ვერ გაგვიწევდნენ კონკურენციას პროფესიულ დონეზე და სწორედ ამიტომ გაგვათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით. მე ამავდროულად სასამართლოში მაქვს სარჩელი შეტანილი და მოვითხოვ, რომ კონკურსის შედეგების გაუქმდეს და ხელახლა სამართლიანად ჩატარდეს. წინა ხელისუფლების რეალური სახე კარგად ჩანს ახლანდელ საპარლამენტო უმცირესობაში", -განაცხადა "ივერიონთან"  პროფესორმა ხათუნა ჩარკვიანმა.


ყოფილ პროფესორთა საინიციატივო ჯგუფი მიმართავს განათლების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს, რათა მოხდეს მისი ინფორმირებულობა სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინსიტრაციის  უმოქმედობასთან დაკავშირებით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: