ირაკლი სესიაშვილი: "ბიძინა ივანიშვილი გულწრფელად წარმოაჩენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს"

ირაკლი სესიაშვილი: "ბიძინა ივანიშვილი გულწრფელად წარმოაჩენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს"

მუდმივად რჩება პოლიტიურად მოტივირებული მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავს რეალურ პროცესებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, განცხადება ამის შესახებ საქაღტველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებისას განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბიძინა ძალიან ალალად წარმოაჩენს ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მუდმივად რჩება პოლიტიკურად მოტივირებული მოსაზრება რომ ბატონი ბიძინა არაფორმალურად  მართავს რეალურ პროცესებს, რაც არ არის სიმართლე. ვურჩევ ყველას, რომ მოუსმინონ იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს და მიიღონ ის რეალობა."- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: