Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
30-01-2015, 12:34
ნანახია: 590

ალექსი პეტრიაშვილი:

ჯერაც არ არის გადაწყვეტილი ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხები,შეიძლებოდა აქამდე  გადაწყვეტილიყო, განცხადება ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა სასტუმრო "რუმს-თბილისში" ისაუბრა.

"რამდენადაც ვიცი, გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია. ირაკლი ალასანიას მინისტრობისად იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა პრაქტიკულად ბოლომდე იყო მიყვანილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროცესი არ გაჭიანურდება, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერ მაინც არ არის გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები, რომლებიც შეიძლებოდა, აქამდე გადაწყვეტილიყო",- განაცხადა პეტრიაშვილმა.