Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
30-01-2015, 13:41
ნანახია: 754

ალექსი პეტრიაშვილი:

"ამ ადამიანებმა უბრალოდ უნდა დაწერონ განცხადება და დატოვონ თანამდებობები", განცხადება ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

"ამას რეფორმების დალოდება არ სჭირდება. ამ ადამიანებმა უბრალოდ უნდა დაწერონ განცხადება და დატოვონ თანამდებობები. გაჭიანურდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება, როგორიც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაა და ასევე სხვა ძალიან მნიშვნელოვანი თემები. აშკარა პოლიტიკურ დაკვეთაში ძალიან სწრაფად იმოქმედეს, მაგრამ ამ შემთხვევაში არაეფექტიანად. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მძევლებად აიყვანა, მაგრამ მათი ეს ცდაც კი წარუმატებელი გამოდგა", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

 

პეტრიაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რომ ასეთმა "უუნარო, უმოქმედო და უმეცარმა პროკურორებმა, გულისხმობს ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს აზიანებენ", თანამდებობები დატოვონ.