რუსეთი ევროკავშირს სანქციების უპერსპექტივობაზე დაფიქრებას ურჩევს

რუსეთი ევროკავშირს სანქციების უპერსპექტივობაზე დაფიქრებას ურჩევს

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ინდივიდუალური სანქციები რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სექტემბრამდე შენარჩუნდება.

როგორც საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები მხოლოდ ქვეყნების ეკონომიკას და ხალხს აზარალებს.

"ევროკავშირი აგრძელებს რუსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების კურსს. ბრიუსელის ასეთი ცალმხრივი ხედვა უკრაინის შიდა კონფლიქტზე მას ართმევს შესაძლებლობას, იყოს მიუკერძოებელი მხარე. გასაკვირია ის სისწრაფეც, თუ რა სწრაფად მიიღეს ეს გადაწყვეტილებები. როგორც ჩანს, შეეშინდათ, რომ მინსკის პროცესი განახლდება და სექტემბერში მომხდარი ინციდენტი გამეორდება, როდესაც სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრდა შეთანხმებების დადებიდან მეორე დღეს. ერთი სიტყვით, სამწუხაროა, რომ საბჭო აღმოჩნდა აგრესიული უმცირესობის მძევალი, რომლისთვისაც უკრაინის კრიზისი არის მხოლოდ რუსოფობიური მიდგომების მიზეზი. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, ჩვენი კონკრეტული წინადადებები უკრაინაში კრიზისის დარეგულირებისთვის კვლავ ძალაშია.

დროა ევროკავშირშიც დაფიქრდნენ, სანქციების უპერსპექტივობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნების ეკონიმიკას და ხალხს აზარალებს",-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: