ბერუჩაშვილის შეცდომა და "დამნაშავე" ჟურნალისტები

ბერუჩაშვილის შეცდომა და "დამნაშავე" ჟურნალისტები

რადიო ,,თავისუფლებისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო საგარეო საქმეთა მინისტრს ახსნა-განმარტებები დასჭირდა. 

,,მოსკოვთან სავაჭრო ურთიერთობებზე დიალოგს აზრი არ აქვს"- ამ ციტატის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში პირველმა დიპლომატმა მედია-საშუალება საკუთარი ნათქვამის არასწორად ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა. 

ბერუჩაშვილი რუსეთთან სავაჭრო კავშირების შეწყვეტას არ ადასტურებს, მაგრამ არ უარყოფს, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრები ამ დროისთვის შეჩერებულია. ორი წლის წინ მოლაპარაკების ეს ფორმატი მოსკოვთან სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დასამყარებლად შეიქმნა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: