ნინო ბურჯანაძე: "ასეთი საქმეები ცხელ კვალზე უნდა გაიხსნას"

ნინო ბურჯანაძე: "ასეთი საქმეები ცხელ კვალზე უნდა გაიხსნას"

"მე ზუსტად ვიცი, რომ ეს პროკურატურა, შს სამინისტრო ამ საქმეს ნამდვილად ვერ გახსნის". განცხადება ამის შესახებ,"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

"არ გაიხსნება ეს მკვლელობა, იმიტომ, რომ ასეთი საქმეები უნდა გაიხსნას ცხელ კვალზე. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს პროკურატურა,  შს სამინისტრო და ხელისუფლება ამ საქმეს ნამდვილად ვერ გახსნის. მათ რომ ამის უნარი ჰქონოდათ, ეს საქმე უბრალოდ არ მოხდებოდა და ბიძინა ივანიშვილს, რომ ქართველი ხალხი არ მოეტყუებინა, შეესრულებინა თავისი დანაპირები, სამართლიანობა აღედგინა, შსს-ში არ ჰყოლოდა ის ხალხი, ვინც ამ საქმეებში ჩართული იყვნენ, სრულიად სხვა ვითარება იქნებოდა ქვეყანაში",- განაცხადა ბურჯანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: