ციალა ვაზაგაშვილი: " პროკურატურის იმედი მაქვს რომ ყველა დამნაშავეს დასჯის"

ციალა ვაზაგაშვილი: " პროკურატურის იმედი მაქვს რომ ყველა დამნაშავეს დასჯის"

ზურაბ ვაზაგაშვილის დედა ციალა ვაზაგაშვილი ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სყოფილი მაღალჩინოსნების და სპეცრაზმელების დაკავებას ეხმაურება.

"8 წლის წინ იცოდა ჩემმა მეუღლემ ვინ იყვნენ მკვლელები და ამას იძახდა 8 წლის განმავლობაში, ვიცოდით ვინ ჩაატარა სპეცოპერაცია, ვინ ისროლა საკონტროლო და ვიცოდით, რომ ჩემი შვილი საყაჩაღოდ არ მიდიოდა, არ იყო ჩემი შვილი ყაჩაღი. ერთადერთი რაც გულზე მომეშვა არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგო ჩემი შვილი არ იყო მკვლელი, სხვა სიხარული მე არ გამაჩნია. ცუდია, რომ ჩემი ქმარი ამას ვერ მოესწრო",- ამბობს ზურაბ ვაზაგაშვილის დედა.

ციალა ვაზაგაშვილის თქმით, ჯერ კიდევ არ არის ყველა დამნაშავე დაპატიმრებული .
"ჯერ არ არის ყველა მკვლელი დაკავებული, მაგალითად დალაქიშვილი, ხიზანიშვილი, ლომიძე, ათი გამომძიებელი იძიებდა, რომლებმაც საქმე გააყალბეს, იყო ჩართული შონიაც ამ გაყალბებაში, რამდენი გვარი დავასახელო არ ვიცი, პროკურატურის იმედი მაქვს რომ ყველა დამნაშავეს დასჯის"-განაცხადა ციალა ვაზაგაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: