კახა კახიშვილი: პატიმარი, რომელსაც ია მეტრეველის მკვლელობა დაავალეს, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ქვეშ იმყოფება

კახა კახიშვილი: პატიმარი, რომელსაც ია მეტრეველის მკვლელობა დაავალეს, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ქვეშ იმყოფება

 პატიმარი ლაშა შავიძე, რომელსაც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებისგან ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული, საპატიმროში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფება, განცხადება ამის შესახებ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

"იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამდე მე შევხვდი ია მეტრეველს.  მან მაცნობა, რომ ერთ-ერთ პატიმარს მისი მოკვლა დაავალეს. ვაზაგაშვილის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდით მე და ია მეტრეველი. ამის შემდეგ ქალბატონ ნანა კაკაბაძეს თავად შავიძემ დაურეკა და ითხოვა, რომ მისი უსაფრთხოების საკითხები უფრო მეტად ყოფილიყო კონტროლზე აყვანილი. რა თქმა უნდა, მაშინვე გავეცით დავალება, რომ მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო", - განაცხადა კახა კახიშვილმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: