დაპირისპირების მორიგი რაუნდი პარლამენტში

დაპირისპირების მორიგი რაუნდი პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი უმცირესობის დეპუტატი აკაკი ბობოხიძე გახდა. სხდომის მსვლელობისას უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ბობოხიძეს ბოდიში უნდა მოეხადა ზამთრის სესიის ბოლო სხდომაზე მომხდარი ფაქტის გამო, როდესაც მის შეგინებას პარლამენტში მოჰყვა ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. საგანელიძის შემდეგ განცხადება ისევ აკაკი ბობოხიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მასაც ძალიან აწუხებდა მომხდარი:

 "პირველ რიგში, თუ ვინმე დავაზიანე, დავაზიანე საკუთარი თავი," - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ არ უჭირს ბოდიშის მოხდა, როცა თავს დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ არ აპირებს ამის გაკეთებას დავით საგანელიძის დაკვეთით. რასაც ისევ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტში და ამის გამო, დავით უსუფაშვილმა სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: