რიჩარდ ნორლანდი ახალ ხელისუფლებას დაფიქრებას ურჩევს

რიჩარდ ნორლანდი ახალ ხელისუფლებას  დაფიქრებას ურჩევს

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი რიტორიკა ჯერ კიდევ გრძელდება. ამის შესახებ მან სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტუმრობისას განაცხადა.


ელჩი ასევე გამოეხმაურა ბოლოდროინდელ მოვლენებს და ურჩია ახალ ხელისუფლებას, დაპატიმრებების პროცესი სამართლიანად წარმართოს, რომ არ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

"რასაკვირველია, როდესაც ვინმეს აპატიმრებენ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, პროცესი სათანადოდ და სამართლიანად წარიმართოს. ჩვენ ამას გულდასმით ვაკვირდებით. საკითხი, ვინ დგას საქართველოს შეირაღებული ძალების სათავეში, თავისთავად აინტერესებს ნატო-ს და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და პრეზიდენტი, რომელსაც ამ საკითხში გარკვეული როლი აკისრია, შეთანხმდნენ და იპოვონ კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც სამუშაოსა და დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ გაართმევს თავს. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ მთავრობასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით და გვჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის გამო ვინმემ პოლიტიკური ქულები არ უნდა დაიწეროს. მნიშვნელოვანია ახლა იმის უზრუნველყოფა, რომ მთავრობამ შეძლოს საკუთარი საქმიანობის გაგრძელება, იქნება ეს ბიუჯეტის განხილვა, სამინისტროების საქმიანობა, თუ ქვეყნის ზოგადი წინსვლის ხელშეწყობა საქართველოს მოქალაქეების იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: